GEO   ENG
ანალიზი
ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვა ცხინვალის რეგიონში (პოლიტიკური მონაწილეობა)
05.03.2025

ცხინვალის რეგიონში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. მართვის სისტემაში ქალთა ჩართულობა განისაზღვრება არა მხოლოდ სამართლებრივი და კულტურული ფაქტორებით, არამედ სოციალური სტერეოტიპებით, რომლიც ქალის როლს უფრო მეტად ოჯახში ხედავ, ვიდრე საჯარო ცხოვრებაში.

სამთავრობო პოზიციებზე ქალების მონაწილეობის შესახებ საჯარო ინფორმაცია და მონაცემები მწირია, თუმცა ცნობილია, რომ პოლიტიკური თანამდებობები ძირითადად მამაკაცებს უკავიათ.

2023 წელთან შედარებით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტში მდგომარეობა გაუარესდა, სადაც მოქმედი 12 მინისტრიდან ოთხ პორტფელს ქალები ინაწილებდნენ.[1] ამჟამად ერთადერთი ქალი მინისტრი რადმილა ძაგოევაა, რომელიც კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებს.[2] მისი ამ პოზიციაზე დანიშვნა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქალების გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე  მინიმუმამდედაყვანილი. ადგილობრივ პარლამენტში 34 მანდატიდან მხოლოდ ერთი ეკუთვნის ქალს[3].  

ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე პრაქტიკულად არ ჩანს, რაც მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობებს უგულებელყოფს.[4]

ქალთა პოლიტიკური აქტივიზმის გამორჩეულ მაგალითს ალა ჯიოევა[5] წარმოადგენს, რომელმაც  2011 წლის 27 ნოემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მთავარი ოპონენტ ანატოლი ბიბილოვ51,37%-ით მოუგო. ჯიოევამ წინასაარჩევნო კამპანია, მრავალი გამოწვევის, მათ შორის, ძლიერი გარე ზეწოლის ფონზე წარმართა.[6]

ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მიუხედავად ძლიერი გენდერული წინააღმდეგობებისა, ქალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა ეს მაგალითი ასევე კარგად წარმოაჩენს ქალთა დისკრიმინაციას. ჯიოევას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მოსკოვის მითითებით, გამარჯვებული კანდიდატის მიუღებლობის გამო შედეგები გაუუქმეს და ახალი არჩევნები ჩაარეს.

სამოქალაქო აქტივიზმი

ცხინვალის რეგიონში სამოქალაქო აქტივიზმი ადგილობრივი ხელისუფლების და ძალოვანი უწყების  მხრიდან კონტროლდება.

რეგიონში არ არსებობს არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც ქალთა უფლებებს დაიცავს. მაშტაბური დევნის და კონტროლის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივიზმში ქალები ჭარბობენ. მიუხედავად სირთულეებისა, ახალგორში მცხოვრები თამარა მეარაყიშვილი აქტიურად იბრძვის რეგიონში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ, რის გამოც 2016 წლიდან ადგილობრივი ძალოვნების მხრიდან იდევნება და ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლიც გამხდარა.[7]

ოჯახში ძალადობა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოჯახში ძალადობა წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ და საზოგადოებაში ტაბუირებულ პრობლემა.[8]

ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქალები ხშირად ხდებიან ოჯახის და საზოგადოების მხრიდან  ფიზიკური, სექსუალური, ეკონომიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნ. ალებს ამ პრობლემებზე ღიად საუბარი უჭირთ, რადგან საზოგადოებაში არსებობს სტიგმა და შიში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგორში ქალთა მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით, ფართოდ იყო გავრცელებული. ბოლო პერიოდში ოჯახში ძალადობის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, აღნიშნული პრაქტიკა შემცირდა.[9]

ცხინვალის რეგიონში ძალადობის მსხვერპლი ქალები ვერ იღებენ სათანადო მომსახურებას, რადგანაც არ არსებობს მსხვერპლთა მხარდაჭერის კრიზისული ცენტრები. ოჯახში ძალადობის საკითხზე საზოგადოების დამოკიდებულება ტრადიციულია, რაც ხელს უშლის გამოხატვის თავისუფლებას. ამასთანავე არ არსებობს პრევენციული სამართლებრივი მექანიზმი[10], რომელიც ქალებს ძალადობისგან თავის დაცვაში დაეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონი ფორმალური და არაეფექტიანი.

დანაშაულის დაფარვის სურვილიდან გამომდინარე არ არსებობს ოჯახური ძალადობის/ფემიციდის მსხვერპლთა სტატისტიკა. რეგიონში ძალადობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ღიად არავინ საუბრობს. ერთ-ერთ რეზონანსულ საქმედ შეიძლება ანა სანაკოევას საქმე მოვიყვანოთ,[11] რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომელი იყო[12] და  აქტიურად მონაწილეობდა შეხვედრებში, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის მშენებლობის პროცესს უწყობდა ხელს. ადგილობრივების თქმით, სწორედ  ერთ ერთ ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო, 2014 წელს შელაპარაკების ნიადაგზე ზნაურის რაიონის პოლიციის უფროსმა მურმან კულუხოვმა, მას  ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.[13]

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

რეგიონში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს, რაც  კონტრაცეპტივებზე, სამშობიარო სახლებზე წვდომაში გამოიხატება.[14]

ქალები, რომლებიც არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, შიშის და საზოგადოებისგან ზეწოლის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარება.[15] რაც ხშირად ზეგავლენას ახდენს მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

არასათანადო ინფორმირებულობა, სტიგმატიზაცია და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, კიდევ უფრო ამძიმებს ქალთა მდგომარეობას.

ეკონომიკური სიდუხჭირე და დასაქმება

სამხრეთ ოსეთში არ არსებობს ქალთა დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამები. ქალები, რომლებიც ცდილობენ დასაქმებას, ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციისა და დაბალი ანაზღაურების პრობლემას. რაც კიდევ უფრო ამძიმებს ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობას და ზრდის მიგრაციას.

ცხინვალში არ არსებობს შშმ პირთა მზრუნველობის ადგილები, რაც დედებს დასაქმების შესაძლებლობას კიდევ ერთხელ უკარგავს.


ავტორი: რუსუდან ფუხაშვილი

[1] Спутник Южная Осетия “Женщины у власти в Южной Осетии” ხელმისაწვდომია https://sputnik-ossetia.ru/20230307/zhenschiny-u-vlasti-v-yuzhnoy-osetii-21805201.html [ბოლოს ნანახია25.01.2025]

[2] სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვებ გვერდი.ხელმისაწვდომია https://rsogov.org/government/structure   [ბოლოს ნანახია 29.01.2025]

[3] Парламент Республики Южная Осетия, ხელმისაწვდომია https://parliamentrso.org/node/4553  

[4]საერთო ფასეულობები ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღსადგენად” ფრიდრიხ ებერტის ფონდი 2022 წ. ელმისაწვდომია https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/20255.pdf [ბოლოს ნანახია 29.01.2025]

[5] Civil Georgia “ალა ჯიოევა” ხელმისაწვდომიაhttps://civil.ge/ka/archives/152719  [ბოლოს ნანახია 26.01.2025]

[6] სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევა ლიდერობს 28 ნოემბერი, 2011. ელმისაწვდომია https://netgazeti.ge/news/11634/ [ბოლოს ნანახია 26.01.2025]

[7] Эхо Кавказа “Мордобой как форма депутатского насилия над избирателями” 20/12/2024 ხელმისაწვდომია https://www.ekhokavkaza.com/a/mordoboy-kak-forma-deputatskogo-obscheniya-s-izbiratelyami/33247592.html [ბოლოს ნანახია 29.01.2025]

[8]  ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე-ომბუცმენის ანგარიში 3 მაისი 2016 წ. ხელმისაწვდომია https://www.timer.ge/rogor-aris-asakhuli-ombucmeni-saparlamento-angarishshi-adamianis-uplebebis-mdgomareoba-okupirebul-teritoriebze/ [ბოლოს ნანახია 29.01.2025]

[9] ნეთგაზეთი “ძალადობის მსხვერპლი ქალები ახალგორში.” 10.12.2015 წ.  ხელმისაწვდომიაhttps://netgazeti.ge/south_caucasus/84963/ [ბოლის ნანახია 29.01.2025]

[10] РЕС “Умалчивать нельзя, в парламенте Южной Осетии прошли слушания на тему домашнего насилия”17.05.2024  ხელმისაწვდომია https://cominf.org/node/1166556547 [ბოლოს ნანახია29.01.2025]

[11] ЭхоКавквза “Убийцу Анны Санакоевой приговорили к десяти годам” ხელმისაწვდომია https://www.ekhokavkaza.com/a/28014725.html [ბოლოს ნანახია29.01.2025]

[12] ЭхоКавказа «Дело Санакоевой передадут в суд» ხელმისაწვდომია https://www.ekhokavkaza.com/a/27341169.html [ბოლოს ნანახია 19.02.2025] 

[13] ЭхоКавквза “Дело Санакоевой: проверка на справедливость” 20.05.2016 ხელმისაწვდომია  https://www.ekhokavkaza.com/a/27747979.html [ბოლოს ნანახია29.01.2025]

[14] საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, თბილისი, 2023, გვერდი 27, ხელმისაწვდომია:https://www.ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf [ბოლოს ნანახია 29.01.2025]

[15] Нельзя умалчивать: в парламенте Южной Осетии прошли слушания на тему домашнего насилия 17/05/2024 ხელმისაწვდომია  https://cominf.org/node/1166556547 ბოლოს ნანახია [29.01.2025]

რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები

უკანონო დაკავებებთან, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებასთან, წახალისებულ ძალადობასთან ერთად ,,ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით ცდილობს ფართომასშტაბიანი პროტესტის ჩახშობას. 

17.03.2025
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გარემოს შეფასება
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით პირველად ჩატარდა
14.02.2025