GEO   ENG
სიახლეები
კორუფცია აფხაზეთში და რუსული გავლენები
05.06.2026

აფხაზეთში კორუფცია დიდი ხანია გასცდა ცალკეული სამართალდარღვევების ფარგლებს და სისტემურ კრიზისად იქცა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროს მოიცავს. დე ფაქტო მთავრობის მოჩვენებითი განახლებისა და საკადრო ცვლილებების ფონზე, საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: შეუძლია თუ არა უბრალო „სახეების ცვლილებას“ წლების განმავლობაში ნაშენი კორუფციული მანქანის დამსხვრევა?

კორუფციის მსაშტაბებზე საუბრობს გადასახადებისა და მოსაკრებლების ყოფილი ე.წ. მინისტრის, დაურ კურმაზია და კორუფცია სამ ძირითად დონედ ყოფს:

  • სიტუაციური: ყოველდღიური ქრთამი (მაგალითად, ექიმებისთვის ან ინსპექტორებისთვის კონკრეტული დავალების შესასრულებლად).
  • სტრუქტურული: ღრმად ფესვგადგმული ნიმუშები, სადაც ცალკეული სექტორები ან ინსტიტუტები სისტემის ბოროტად გამოყენებით მოქმედებენ.
  • სისტემური: ძალაუფლებისა და კრიმინალის შერწყმა, როდესაც კორუფცია საჯარო ადმინისტრირების საფუძველი ხდება და მთელ საზოგადოებაში ფესვგადგმულ სისტემას ქმნის.

კორუფციის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება რამდენიმე კრიტიკულ სფეროზე მოდის. პირველი ენერგეტიკაა, სადაც გადასახადების არაეფექტური შეგროვება და ჩრდილოვანი მოხმარება მუდმივ კრიზისებს იწვევს. არანაკლებ პრობლემურია მიწისა და ქონებრივი ურთიერთობები (ნაკვეთების უკანონო გამოყოფა, მანიპულაციები კომერციული უძრავი ქონებით) და ტურიზმისა და ვაჭრობის სექტორი, სადაც ნეპოტიზმი და ჩრდილოვანი ფინანსური ნაკადები თავისუფალი ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.

აფხაზეთში კორუფციაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი აუაროთ რუსეთის ფედერაციის როლს, რომელიც რეგიონის კორუფციული ჭაობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი და ბენეფიციარია. ეს გავლენა ორ ძირითად ასპექტში ვლინდება:

  1. სუბსიდიების გაფლანგვა და კონტროლი: წლების განმავლობაში მოსკოვიდან მომავალი ფინანსური დახმარება და „საინვესტიციო პროგრამები“ ადგილობრივი ელიტების ხელში ნაწილდება და ქრება. რუსული მხარე ამგვარ ქმედებებზე არ რეაგირებს, რადგან კორუმპირებული მარიონეტებს უფრო მარტივად და ეფექტიანად მართვავს.
  2. მიწებისა და ქონების ხელში ჩაგდება: ბოლო პერიოდში რუსეთი პირდაპირ სთხოვს სოხუმს ე.წ. „აპარტ-ოტელების შესახებ კანონის“ მიღებას და უძრავი ქონების ბაზრის გახსნას რუსი ოლიგარქებისთვის. მიწების უკანონო გამოყოფა და კომერციული უძრავი ქონებით მანიპულირება პირდაპირ კავშირშია რუსულ ინტერესებთან. მოსკოვი იყენებს კორუფციულ ბერკეტებს, რათა ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა გვერდი აუარონ საზოგადოებრივ პროტესტს და რუსულ კაპიტალს აფხაზეთის საუკეთესო რესურსების ფლობის საშუალება მიეცეთ.

აფხაზეთში კორუფციასთან საბრძოლველად არსებობს ე.წ. „ანტიკორუფციული კანონი“ და საჯარო მოხელეთა შემოსავლების დეკლარირების სისტემა, თუმცა ისინი მხოლოდ ფურცელზე რჩება. დაურ კურმაზია მიიჩნევს, რომ წარუმატებლობის მიზეზი ბრძოლის არასწორი სტრატეგია და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების დეფიციტია. მისი თქმით, „ყველა ბოროტების სათავე უმნიშვნელო ხელფასია“, რაც მოხელეებს არაფორმალური შემოსავლის ძიებისკენ უბიძგებს.

გარდა ამისა, პრობლემა თავად საზოგადოებაშიცაა, სადაც პრობლემის გააზრება ნაკლებად ხდება და არჩევნების პერიოდშიც ამომრჩეველი კანდიდატს საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის ირჩევს.

ამ მოცემულობას არ ეგუება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება. საინიციატივო ჯგუფები რეგულარულად მართავენ აქციებს და ითხოვენ რეალური ანტიკორუფციული მექანიზმების ამოქმედებას. მათი მთავარი მოთხოვნაა საერთაშორისო სტანდარტებთან მიერთება, კერძოდ, გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის მე-20 მუხლის (უკანონო გამდიდრების შესახებ) რატიფიცირება, რაც ჩინოვნიკებს აიძულებს ახსნან თავიანთი ქონების წარმომავლობა.

არსებული კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ კოსმეტიკურ საკადრო წმენდაში არ არის. აუცილებელია საზოგადოებაში გაჩნდეს ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მექნიზმების დანერგვის მოთხოვნილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთი კვლავ დარჩება რუსული ოლიგარქიული ინტერესებისა და ადგილობრივი კლანების კორუფციულ ტყვედ.

აფხაზეთის „ეკონომიკური ანექსია“ და “სუვერენიტეტის” საფრთხეები

ე.წ. საინვესტიციო პროგრამების განხორციელებით შეფარული ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას, მოახდინოს რეგიონის სრული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ანექსია. 

09.07.2026
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ანგარიშსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს

OHCHR ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ცალკე თავი  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას ეთმობა.

07.07.2026
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა და მოსალოდნელი ანექსია

23 ივნისს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსახლეობას, ვიდეომიმართვის საშუალებით, საკუთარი გადადგომის შესახებ შეატყობინა. 

30.06.2026