2024 წლის 28 ნოემბრიდან
დაწყებულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტოდ
დიდი რაოდენობის არაპროპორციული საპოლიციო ძალა დაუპირისპირა. უკანონო დაკავებებთან,
სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებასთან, წახალისებულ ძალადობასთან ერთად
,,ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით ცდილობს ფართომასშტაბიანი პროტესტის
ჩახშობას.
რეპრესიული კანონმდებლობის
მიღება დაჩქარებული წესით ორ ეტაპად განხორციელდა.
მიღებული ცვლილებები მოცულობითია და ითვალისწინებს, მათ შორის, სისხლის სამართლის,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საარჩევნო კოდექსებში, ასევე, - ,,შეკრებებისა
და მანიფესტაციის“, ,,პოლიციის შესახებ“, ,,სახელმწიფო დაცვისა“ და ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ კანონებში
ცვლილებების შეტანას.
თავისი არსით მიღებული კანონები არის რეპრესიული და სადამსჯელო ხასიათის. ცვლილებები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტს და ევროსასამართლოს პრაქტიკას. 3 მარტს ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება. ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები შეიცავს ბუნდოვან დათქმებს, რაც ზრდის უფლების ბოროტად გამოყენების რისკებს. ამასთან, დაწესებული სანქციები ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის და აუცილებლობის ტესტს.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.