GEO   ENG
ანგარიშები
უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები
03.04.2025

ანგარიშში, რომელიც უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მონიტორინგის ერთ წლიან პერიოდს აჯამებს, გაანალიზებულია და კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის არსებული მექანიზმები: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფის უფლებამოსილება, პარლამენტის წევრის წერილობითი კითხვისა და ინტერპელაციის მექანიზმი, ანგარიშვალდებული პირის პლენარულ და კომიტეტის სხდომაზე დაბარების მექანიზმი, დროებითი საგამოძიებო კომისიები, როგორც კონტროლის საშუალება. ასევე, წარმოდგენილია დაკვირვების შედეგად შემუშავებული მიგნებები.

დემოკრატიის კვლევის ცენტრი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახორციელებს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მონიტორინგს, რომელშიც მოიაზრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგმა ცხადყო, რომ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო შემცირებულია, რაც, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნების არარსებობასთან ერთად, ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობით არის განპირობებული. 2024 წლის პირველ ნახევარშიც გამოწვევას წარმოადგენდა საპარლამენტო ოპოზიციის კონტროლის ლიმიტირებული მექანიზმები და უმრავლესობის მცდელობა, ხელი შეეშალა ოპოზიციისთვის საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაში - მიუხედავად ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დაპირებისა, მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა, ნდობის ჯგუფის სამი წევრით დაამთავრა. ამასთან, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს შემცირებულია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენების სიხშირე. ამ თვალსაზრისით დეპუტატების აქტიურობის შემცირება, შესაძლოა, ე.წ რუსული კანონის ინიციირებამ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა, თუმცა, პარლამენტის წევრებმა კონტროლის მექანიზმები არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არ გამოიყენეს, მაშინ როდესაც, საანგარიშო პერიოდში, უწყების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის არაერთი აშკარა შემთხვევა დაფიქსირდა. მეტიც, სამართალდამცავთა ქმედება, წამებად შეფასდა. ამასთან, განსხვავებით გასული წლისგან, პარლამენტს კომიტეტის სხდომაზე დაბარების მექანიზმი არ გამოუყენებია. უკიდურესად შემცირებულია წერილობითი კითხვების რაოდენობა.

დოკუმენტის პირველ თავში განმარტებულია მეთოდოლოგია, რითაც დოკუმენტზე მუშაობის დროს ვიხელმძღვანელეთ, მეორე თავში გაანალიზებულია უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენებისა და პრაქტიკული გამოწვევების საკითხი. ანგარიშის მესამე თავში მოცემულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებული გამოწვევები. დოკუმენტის მეოთხე თავი ეხება პარლამენტის ნდობის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ხოლო დასასრულს მოცემულია შესაბამისი მიგნებები.


უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები

კრემლის პირდაპირი დიქტატი ცხინვალში: მარატ კამბოლოვის პრემიერობა ანექსიის პოლიტიკას ამტკიცებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული ღია ზეწოლის შედეგია. 

17.06.2026
რვა წელი წყლის გარეშე — ნაუშის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს

გულრიფშის რაიონის სოფელ ნაუშში უკვე რვა წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს.

17.06.2026
მოსკოვი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერისგან მთავრობის დათხოვნას და მარატ კამბოლოვის პრემიერად დანიშვნას ითხოვს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები მწიფდება.

16.06.2026