ანგარიშში, რომელიც
უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მონიტორინგის ერთ წლიან პერიოდს
აჯამებს, გაანალიზებულია და კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის არსებული მექანიზმები:
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის
ჯგუფის უფლებამოსილება, პარლამენტის წევრის წერილობითი კითხვისა და ინტერპელაციის მექანიზმი,
ანგარიშვალდებული პირის პლენარულ და კომიტეტის სხდომაზე დაბარების მექანიზმი, დროებითი
საგამოძიებო კომისიები, როგორც კონტროლის საშუალება. ასევე, წარმოდგენილია დაკვირვების
შედეგად შემუშავებული მიგნებები.
დემოკრატიის კვლევის
ცენტრი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახორციელებს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო
კონტროლის მონიტორინგს, რომელშიც მოიაზრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვისა
და შინაგან საქმეთა სამინისტროები.
საპარლამენტო საქმიანობის
მონიტორინგმა ცხადყო, რომ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო
შემცირებულია, რაც, სავარაუდოდ, პოლიტიკური
ნების არარსებობასთან ერთად, ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობით არის
განპირობებული. 2024 წლის პირველ ნახევარშიც გამოწვევას წარმოადგენდა საპარლამენტო
ოპოზიციის კონტროლის ლიმიტირებული მექანიზმები და უმრავლესობის მცდელობა, ხელი შეეშალა
ოპოზიციისთვის საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაში - მიუხედავად ნდობის
ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დაპირებისა, მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა, ნდობის
ჯგუფის სამი წევრით დაამთავრა. ამასთან,
2023 წელთან შედარებით, 2024 წელს შემცირებულია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების
გამოყენების სიხშირე. ამ თვალსაზრისით დეპუტატების აქტიურობის შემცირება, შესაძლოა,
ე.წ რუსული კანონის ინიციირებამ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა, თუმცა,
პარლამენტის წევრებმა კონტროლის მექანიზმები არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ
არ გამოიყენეს, მაშინ როდესაც, საანგარიშო პერიოდში, უწყების მხრიდან უფლებამოსილების
გადამეტებისა და ძალადობის არაერთი აშკარა შემთხვევა დაფიქსირდა. მეტიც, სამართალდამცავთა
ქმედება, წამებად შეფასდა. ამასთან, განსხვავებით გასული წლისგან, პარლამენტს კომიტეტის
სხდომაზე დაბარების მექანიზმი არ გამოუყენებია. უკიდურესად შემცირებულია წერილობითი
კითხვების რაოდენობა.
დოკუმენტის პირველ თავში განმარტებულია მეთოდოლოგია, რითაც დოკუმენტზე მუშაობის დროს ვიხელმძღვანელეთ, მეორე თავში გაანალიზებულია უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენებისა და პრაქტიკული გამოწვევების საკითხი. ანგარიშის მესამე თავში მოცემულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებული გამოწვევები. დოკუმენტის მეოთხე თავი ეხება პარლამენტის ნდობის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ხოლო დასასრულს მოცემულია შესაბამისი მიგნებები.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
In Georgia, while 2024–2026 is described as a period of significant deterioration in media rights, signs of increased state-led political influence over independent and public-interest media had become visible earlier.
Since 2024, Georgia’s legal and institutional framework has been changing at an unusually rapid pace.