2024 წლის 26 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ,,ქართულმა
ოცნებამ“ ადამიანის ძირითადი უფლებების წინააღმდეგ მიმართული მთელი რიგი რეპრესიული
კანონები მიიღო. ამასთან, ბოლო
პერიოდში შემუშავებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება/ინიციატივა უპირატეს მდგომარეობაში
აყენებს სახელმწიფო უწყებებსა და მათ წარმომადგენლებს.
ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებიდან გამომდინარე განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი
უწყება. ბოლო პერიოდში შემუშავებული ინიციატივები
კი წარმოადგენს სახელმწიფო რესურსების მიზანმიმართულად, პოლიტიკური მოტივით განაწილების
პრაქტიკას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პარტიულ გავლენებს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებზე.
ქვემოთ განხილულია
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ინსტიტუციურად
დამოუკიდებელი ორგანოებისა და მათი წარმომადგენლებისადმი პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებას.
ეს ინიციატივები მათ ეკონომიკური სარგებლის ან/და სხვა ტიპის უპირატესობების მინიჭებით
აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რაც ცალსახად წარმოადგენს, კანონმდებლობით დამოუკიდებელი
უწყებების საქმიანობაზე გავლენის მოხდენისა და მათ შორის არსებული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის
შესუსტების მცდელობას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური:
2024 წლის ბოლოს
ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა
დაუნიშნეს, რაც არსებულ კანონთან შეუსაბამოდ განხორციელდა.
საკონსტიტუციო სასამართლო:
მიუხედავად იმისა,
რომ კანონით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნოდა სახელმწიფო დაცვა, ის მოუხსნეს.
პარალელურად, დაცვის უფლება მიენიჭა ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ტურავას, რაც მიკერძოებული
მიდგომის მაგალითია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია:
არჩევნების წინ
ცესკო-ს შენობას გარშემო 300,000 ლარის ღირებულების ღობე დაუმონტაჟეს სამართლებრივი
საფუძვლის გარეშე. იმავე პერიოდში, ცესკო დაემატა სტრატეგიული ობიექტების სიას, რაც
სამართლებრივი თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. კომისიის
წევრებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ ხელფასები და დაენიშნათ დამატებითი კომპენსაციები.
საზოგადოებრივი მაუწყებელი:
2025 წლიდან მაუწყებლის
გენერალური დირექტორის ანაზღაურება 16,250 ლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა მაუწყებლის
ბიუჯეტი კვლავ 101 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს პარლამენტი:
პარლამენტის წევრთა
ხელფასები თითქმის გასამმაგდა — სპიკერის ანაზღაურება 14,600 ლარამდე, ხოლო რიგითი
წევრის 11,680 ლარამდე გაიზარდა.
ეს ცვლილებები ხაზს უსვამს პოლიტიკურ ძალაუფლებაზე კონცენტრირების ტენდენციას და სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენებას პარტიული გავლენის გასაძლიერებლად, რაც საფრთხეს უქმნის ინსტიტუციური დემოკრატიის პრინციპებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა, პარტიული ინტერესების გაძლიერების მიზნით
სახელმწიფომ,
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.
რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს.
ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.