"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 3 თებერვალს, პარტიის სხდომის შემდეგ, კანონმდებლობაში ცვლილებების
შეტანის გზით, რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა.
,,ქართული ოცნება“ უკიდურესად
ამკაცრებს სანქციებს იმ ადმინისტრაციული ნორმებისთვის, რომლებსაც შაბლონურად, ყოველგვარი
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად
იყენებს. მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს
შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის
კიდევ უფრო იზრდება ჯარიმები და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15
დღიდან 60 დღემდე. ამასთან, აქციების ჩატარება
იკრძალება დახურულ სივრცესა და შენობებში, მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
დაანონსებული ცვლილებების
მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად
განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი
შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მძიმე სანქციები განისაზღვრება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მიხედვით, საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური
თანამდებობის პირებს ეკისრებათ თმენის განსაკუთრებული ვალდებულება, მათ შორის, სიტყვიერი
შეურაცხყოფის მიყენების დროს. აღნიშნული ცვლილების
განხორციელება სრულად უგულებელყოფს საჯარო მოსამსახურეებისა და პოლიტიკური თანამდებობის
პირებისათვის დადგენილ თმენის ვალდებულების
სტანდარტს, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესი შეზღუდვით მიიღწევა.
გარდა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსისა, ცვლილებების შეტანა იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც:
,,ქართული ოცნება“ კანონმდებლობის
გამკაცრების გზით ცდილობს, უკიდურესად შეამციროს განსხვავებული აზრი ქვეყანაში. არაპროპორციული
სანქციების, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო
სტანდარტებსა და ევროსასამართლოს პრაქტიკას, მიზანია დანერგოს შიში განსხვავებული აზრის
მქონე ადამიანებში. გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებების დაანონსება, მსუსხავ ეფექტს
ახდენს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაზე. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება
მიკერძოებული სასამართლოს პირობებში, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კანონით
გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ზომას იყენებს დემონსტრანტთა წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა კანონის პროექტი, რომლის მეშვეობით მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო შეუზღუდავი წვდომა საჯარო დაწესებულებაში არსებულ საგადასახადო და პერსონალური მონაცემებზე.
2024-2025 წლებში ,,ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებული კანონშემოქმედებითი პროცესი მიმართულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ.
ბოლო პერიოდში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სუსის პოლიტიზების საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა.