GEO   ENG
ანგარიშები
DRI: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში საფრთხის წყაროდ დასავლეთს ასახელებს
24.06.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად აღიქმება  პოლიტიკური პარტიის გზავნილად. დოკუმენტის შინაარსი, პირდაპირ თანხვედრაშია ,,ქართული ოცნების“ ნარატივთან,[1] რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს უწყების პარტიულ დამოკიდებულებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, უწყების ახალი უფროსის, ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობის შემდეგ გამოქვეყნდა. წინა წლებისგან განსხვავებით, ანგარიში დასავლეთის ქვეყნებსა და ინსტიტუტებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მთავარ წყაროდ ასახელებს.  მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშებში გვხდებოდა ზოგადი ჩანაწერები, „უცხო სახელმწიფოების“,  „უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების“ შესახებ, რომლებიც სუს-ის შეფასებით, დესტაბილიზაციის მცდელობაში, დეზინფორმაციაში, თუ სხვა სახის საფრთხის მომტან ქმედებებს ახორციელებდნენ საქართველოში, სუს-ი ამ სახელმწიფოებზე ცხად, კონკრეტულ მინიშნებას არ აკეთებდა. 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დასავლური ქვეყნების და ინსტიტუტების წარმომადგენლები ჩართული იყვნენ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ საინფორმაციო კამპანიებში. შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც აღჭურვილია მანდატით, ფინანსური,[2] ადამიანური რესურსით და ვალდებულია დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, მთავარ საფრთხის წყაროდ, რუსეთის ნაცვლად დასავლეთს ასახელებს. რუსეთზე (წინა წლების მსგავსად) საუბარი კი მხოლოდ ოკუპაციის თავშია.

ამასთან, ნაცვლად ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზისა/შეფასებისა, ანგარიშში კონტექსტის გარეშე, აბსტრაქტულად საუბარია ,,ტრადიციულ ღირებულებებზე,“ რასაც სამსახურის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, მოცემული უკიდურესად მწირი, კონკრეტიკისგან დაცლილი შინაარსის ინფორმაცია, საზოგადოებას ვერ შეუქმნის რეალურ წარმოდგენას უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, კვლავ უცნობია ქვეყნისთვის რა კონკრეტული საფრთხეების იდენტიფიცირება მოხდა, რა ქმედებები განახორციელა სამსახურმა და რამდენად ეფექტიანი იყო მისი მოქმედება. ანგარიშის სტრუქტურა ფაქტობრივად მსგავსია წინა წლების ანგარიშებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებს, დეზინფორმაციას და ჰიბრიდულ ომს, კიბერუსაფრთხოებას, ტერორიზმს, კორუფციასთან ბრძოლას, საერთაშორისო თანამშრომლობას, სასამართლოებთან ურთიერთობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხებს მოიცავს. ამასთან, მასში მოცემულია მშრალი ფაქტობრივი გარემოებები და სტატისტიკური მონაცემები. დოკუმენტში გაანალიზებული და შეფასებული არ არის სახელმწიფოს უსაფრთხოების წინაშე არსებული რეალური გამოწვევებისა და უწყების მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.



[1] ამასთან, 2024 წელს ,,ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ე.წ გამჭვირვალობის კანონი, მიმდინარე წელს კი ე.წ ამერიკის FARA, რომლის აღსრულებაც არადემოკრატიული ქვეყნების დამახასიათებელი სტილით იგეგმება - ერთი მხრივ მიმართულია გამოხატვის უფლებისა და მეორე მხრივ დასავლელი ქვეყნების წინააღმდეგ.

ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში

ახალგორში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარმა არაერთმა საგანგაშო ინციდენტმა და დე ფაქტო მთავრობის აუდიტმა ბავშვთა უფლებების სერიოზული დარღვევები გამოავლინა.

10.07.2025
პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება – მორიგი ნაბიჯი დიქტატურისკენ

ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. 

24.06.2025