GEO   ENG
სიახლეები
ყოფილი დე ფაქტო დეპუტატების საქმე და რუსეთის გავლენები ცხინვალში
24.04.2026

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატების დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ მედოევის საქმე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

ყოფილმა დეპუტატებმა მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ სამართლებრივი დავა სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში გააგრძელეს. საქმე თავდაპირველად ვლადიკავკაზის სასამართლოში განიხილებოდა, სადაც ყველა ინსტანციაში საქმე წააგეს. მოგვიანებით მიმართეს კრასნოდარისა და როსტოვის სასამართლოებსაც, თუმცა ორივე ინსტანციამ საქმის მიღებაზე უარი განაცხადა. ამჟამად საქმე მოსკოვის საქალაქო სასამართლოშია, თუმცა პროცესი შეჩერებულია.

დავით სანაკოევის განცხადებით, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდება, განსაკუთრებით მანამ, სანამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ალან გაგლოევი რჩება.

ყოფილ დეპუტატებზე პასპორტების ჩამორთმევას თან ახლდა დამატებითი ზეწოლაც. მათ წინააღმდეგ ამუშავდა სახელმწიფო „სადამსჯელო ოპერაცია“, რაც მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახა. კერძოდ, ძამბოლატ მედოევი და გარი მულდაროვი ამჟამად უმუშევრები არიან და დასაქმებას ვერ ახერხებენ. პრობლემები შეექმნა მედოევის ძმას, რომელიც სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს.

დასაქმების პრობლემა დავით სანაკოევსაც ჰქონდა. მას სხვადასხვა დაწესებულები დასაქმებაზე  უარს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გართულების საბაბით ეუბნებოდნე. ამჟამად ის  ნახევარ განაკვეთზე სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუშაობს. სანაკოევის ოჯახი, რომელშიც ოთხი არასრულწლოვანი შვილია, ძირითადად სოციალური დახმარებით არსებობს.

ცნობისთვის, 2024 წელს რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) შუამდგომლობით, სანაკოევს, მულდაროვსა და მედოევს ჩამოერთვათ რუსეთის მოქალაქეობა და 2049 წლამდე აეკრძალათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. ოფიციალური მიზეზად  რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა დასახელდა.

მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება, მათ პოლიტიკურ პოზიციას, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით. ისინი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას საქართველოს მიმართ ლოიალურობაში ადანაშაულებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ იმგვარ შეთანხმებებს, რომლებიც, მათი თქმით, „სამხრეთ ოსეთის ინტერესებს აზიანებდა“.

არსებული საქმე ხაზს უსვამს რეგიონში არსებულ რთულ პოლიტიკურ გარემოსა და რუსეთის გავლენებს, რომლებიც განსაზღვრავს დე ფაქტო ხელისუფლების ფორმირებასა და  მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსების განეიტრალებას.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

14.07.2026
ალინა ჯიკაევას საქმე: ჟურნალისტი თავისუფალი მედიის დევნაზე საუბრობს

სამხრეთ ოსეთის ტელეგრამ არხ „საპას“ მთავარი რედაქტორის, ალინა ჯიკაევას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.  

10.07.2026
მედია რეგულირება პოლიტიკური კონტროლის იარაღად

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ საკმაოდ ფართოდ განისაზღვრება. ამ მოტივით კომისიას შეუძლია თითქმის ნებისმიერი მედია მაუწყებელი „დასაჯოს“. 

10.07.2026