სამხრეთ ოსეთის
დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატების დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ
მედოევის საქმე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას
ასაჩივრებენ, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.
ყოფილმა დეპუტატებმა
მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ სამართლებრივი დავა სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში
გააგრძელეს. საქმე თავდაპირველად ვლადიკავკაზის სასამართლოში განიხილებოდა, სადაც ყველა
ინსტანციაში საქმე წააგეს. მოგვიანებით მიმართეს კრასნოდარისა და როსტოვის სასამართლოებსაც,
თუმცა ორივე ინსტანციამ საქმის მიღებაზე უარი განაცხადა. ამჟამად საქმე მოსკოვის საქალაქო
სასამართლოშია, თუმცა პროცესი შეჩერებულია.
დავით სანაკოევის
განცხადებით, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ მოლოდინი,
რომ საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდება, განსაკუთრებით მანამ, სანამ სამხრეთ ოსეთის
დე ფაქტო ხელისუფლებაში ალან გაგლოევი რჩება.
ყოფილ დეპუტატებზე
პასპორტების ჩამორთმევას თან ახლდა დამატებითი ზეწოლაც. მათ წინააღმდეგ ამუშავდა სახელმწიფო „სადამსჯელო ოპერაცია“, რაც მათ სოციალურ
და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახა. კერძოდ, ძამბოლატ მედოევი და გარი
მულდაროვი ამჟამად უმუშევრები არიან და დასაქმებას ვერ ახერხებენ. პრობლემები შეექმნა
მედოევის ძმას, რომელიც სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს.
დასაქმების პრობლემა
დავით სანაკოევსაც ჰქონდა. მას სხვადასხვა დაწესებულები დასაქმებაზე უარს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გართულების საბაბით
ეუბნებოდნე. ამჟამად ის ნახევარ განაკვეთზე
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუშაობს. სანაკოევის ოჯახი, რომელშიც ოთხი არასრულწლოვანი
შვილია, ძირითადად სოციალური დახმარებით არსებობს.
ცნობისთვის,
2024 წელს რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) შუამდგომლობით,
სანაკოევს, მულდაროვსა და მედოევს ჩამოერთვათ რუსეთის მოქალაქეობა და 2049 წლამდე აეკრძალათ
რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. ოფიციალური მიზეზად
რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა დასახელდა.
მათი შეფასებით,
აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება, მათ პოლიტიკურ პოზიციას, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის
დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით. ისინი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას
საქართველოს მიმართ ლოიალურობაში ადანაშაულებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ იმგვარ შეთანხმებებს,
რომლებიც, მათი თქმით, „სამხრეთ ოსეთის ინტერესებს აზიანებდა“.
არსებული საქმე ხაზს უსვამს რეგიონში არსებულ რთულ პოლიტიკურ გარემოსა და რუსეთის გავლენებს, რომლებიც განსაზღვრავს დე ფაქტო ხელისუფლების ფორმირებასა და მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსების განეიტრალებას.
კრიტიკული მედიის ხმის ჩასახშობად „ქართული ოცნება“ ფინანსური სანქციებით ცდილობს. რიგი სატელევიზიო, ონლაინ თუ რადიო მაუწყებლობების შემდეგ, ჯერი რეგიონულ მედიაზეც მიდგა.
Issuance of movement permits, required for travel within and beyond Akhalgori district, has been resumed.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა.