მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებს, ვინაიდან ის მნიშვნელოვნად ზღუდავს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და აუქმებს რეფორმის ოთხი ტალღის შედეგებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით რამიზ რამაზანოვის სავარაუდო პოლიტიკური შევიწროების საქმეს და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების და ღირსების დასაცავად.
მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი კიდევ უფრო შორს წავიდა და იუსტიციის საბჭოს წევრთა ვაკანსიების არარსებობის პირობებში დააყენა ახალი წევრების არჩევის საკითხი.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არსებულ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევას გაუმართლებლად მიიჩნევს.