GEO   ENG
განცხადებები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს
2021 წლის 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა და შედეგად 9 კანდიდატი შეირჩა.

 

 

24.06.2021
კოალიცია პარლამენტს მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვალიფიციური და სანდო კადრებით დაკომპლექტება.
18.05.2021
საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ
საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა.
23.02.2021
არასამთავრობო ორგანიზაციები 2020-ის წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აერჩიათ კანონშემოქმედებითი ორგანო, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.
04.11.2020
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანებიან
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანებიან და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააძლიეროს მოლაპარაკებები ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან.
19.10.2020
სამშვიდობო მანიფესტი
ჩვენ, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი და სხვა ეთნიკური თემის აქტივისტები, ერთად ვდგებით მშვიდობის მხარეს.
02.10.2020
NGO-ები საგამოძიებო უწყებებს და აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ
საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ, „დოსიე“, 24 და 31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი.
02.10.2020
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პროკურატურის მხრიდან ადვოკატების დევნის თაობაზე
22 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა  თამარ ბაჩალიაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულის ოჯახის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალის სიყალბესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე.
26.09.2020