GEO   ENG
სიახლეები
DRI მოძრაობა
21.02.2020
20 თებერვალს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) წარმომადგენლები მოძრაობის „გხედავ“ წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა პროექტის „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ” ფარგლებში შედგა. მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციის მიღწევას.

შერხვედრაზე DRI-ის წარმომადგენლებმა მოძრაობის წევრებს გააცნეს ორგანიზაციის დამკვირვებლების მუშაობის სპეციფიკა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ოთხი დამკვირვებელი აკვირდება თბილისის და მცხეთის მასშტაბით გამართულ ყველა საპროტესტო აქციას, რომელიც: ა) პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და ბ) ორგანიზებულია სამოქალაქო აქტივისტების ან/და პოლიტიკური ძალების მიერ.

პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026