პროექტის დასახელება: „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდასაჭერად“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 15 ოქტომბერი - 2020 წლის 15 დეკემბერი
პროექტის მიზანი: 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს მხარდაჭერა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო პრინციპების დაცვის ხელშეწყობა. წინასაარჩევნო აგიტაციაში სასულიერო პირების მონაწილეობის მართებულობასთან დაკავშირებით სადისკუსიო სივრცეების გაჩენა.
პროექტი ხორციელდებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის ამოცანა: სასულიერო პირების პოლიტიკური შინაარსის მქონე განცხადებებისა და აქტივობების მონიტორინგი; სამართლებრივი შეფასება; შესაბამისი აქტორების მიმართ კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება; საკითხზე სადისკუსიო სივრცეების გაჩენა; საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID)
პროექტის დასახელება: „ამოიცანი დეზინფორმაცია“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 სექტემბერი - 202 წლის 30 დეკემბერი
პროექტის მიზანი: COVID 19-ის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბების გამოაშკარავება და ინფორმაციის სანდო წყაროების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში, სოციალურ და ონლაინ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციების იდენტიფიცირების გზით.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო ფონდი Prodemos - ი.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
პროექტის დასახელება: „თანამშრომლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 2 დეკემბერი - 2020 წლის 30 ნოემბერი
პროექტის მიზანი: საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე იურისტების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის სემინარების ჩატარება, არასრულწლოვნებისა და მათი ოჯახებისთვის კი კონსულტაციებს გამართვა. არასრულწლოვანთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM-ი.
პროექტის დასახელება: „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 სექტემბერი - 2020 წლის 30 დეკემბერი
პროექტის მიზანი: 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ყველა აქციაზე, შეკრებასა და მანიფესტაციაზე დაკვირვება, რომლებიც ორგანიზებული იყო პოლიტიკური პარტიების ან სამოქალაქო მოძრაობების მიერ.
პროექტის ამოცანები: შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პანდემიის საბაბით დაწესებული შეზღუდვების კანონიერების შემოწმება; აქციების ორგანიზატორების/მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმება; აქციების მიმდინარეობისას გამოკვეთილი სამართალდარღვევების ანალიზი/სამართლებრივი შეფასება; სამართალდამცავი ორგანოების ქმედების შესაბამისობის დადგენას საერთაშორისო სტანდარტებთან; აქციების/კონტრაქციების დაკვირვების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.
პროექტი ხორციელდებოდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
პროექტის დასახელება: „უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 1 ოქტომბერი - 2020 წლის 30 სექტემბერი
პროექტის მიზანი: 2015 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ერთმანეთისგან გაიმიჯნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება, რის შედეგადაც, გამოიკვეთა მანდატების დუბლირება და კანონმდებლობის ბუნდოვანება.
პროექტი მიზნად ისახავდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის ხელშეწყობას. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” (DRI) მკვლევრებმა გაანალიზეს უსაფრთხოების სამსახურების არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს მთავრობისთვის შეიმუშავეს პოლიტიკის რეკომენდაციები. ორგანიზაციამ მიღებული შედეგები წარუდგინა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს და რეკომენდებული რეფორმის განხორციელების მიზნით ჩაატარა ადვოკატირების კამპანია.
პროექტი ხორციელდებოდა ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის დასახელება: "ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 1 მარტი - 2020 წლის 29 თებერვალი
პროექტის მიზანი: ულტრამემარჯვენე რადიკალიზმის და ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში.
პროექტის ამოცანა: პროექტის ძირითადი საქმიანობები მიმართული იყო იმ ძირითადი ფაქტორებისა და მიზეზების კვლევაზე, რაც იწვევს ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფებს გაჩენას და გააქტიურებას; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესწავლაზე, რაც ადგილზე არსებული კონტექსტის გათვალისწინებით საფუძვლად დაედება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის გასაზიარებელ რეკომენდაციებს. პროექტის ფარგლებში, პროექტის გუნდი აკვირდებოდა ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების და ცალკეული ინდივიდების აქტიურობას სოციალურ მედიაში და მათი საქმიანობის გაშუქებას ინტერნეტ სივრცეში; ასევე, ამ ჯგუფების მიერ ორგანიზებულ შეკრებებსა და მანიფესტაციებს და საერთო ტენდენციების ანალიზის საფუძველზე მომზადდა რეკომენდაციები. სამართალწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში გამოყენებული იყო დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ოთხი დამკვირვებელი აკვირდებოდა თბილისის და მცხეთის მასშტაბით გამართულ ყველა საპროტესტო აქციას, რომელიც: ა) პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და ბ) ორგანიზებულია სამოქალაქო აქტივისტების ან/და პოლიტიკური ძალების მიერ.
პროექტი ხორციელდებოდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
პროექტის დასახელება: „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა ენაზე“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 7 მაისი - 2020 წლის 31 ივლისი
პროექტის მიზანი: COVID 19-ის შესახებ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდა და პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პროექტი ხორციელდებოდა ფონდი Prodemos • პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო მოძრაობა შენმოქმედის გრანტების ფარგლებში.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
პროექტის დასახელება: „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 სექტემბერი - 2020 წლის 30 ნოემბერი.
პროექტის მიზანი: პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ყველა აქციაზე, შეკრებასა და მანიფესტაციაზე დაკვირვება, რომლებიც ორგანიზებული იყო პოლიტიკური პარტიების ან სამოქალაქო მოძრაობების მიერ.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პანდემიის საბაბით დაწესებული შეზღუდვების კანონიერების შემოწმებას; აქციების ორგანიზატორების/მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმებას; აქციების მიმდინარეობისას გამოკვეთილი სამართალდარღვევების ანალიზს/სამართლებრივი შეფასებას; სამართალდამცავი ორგანოების ქმედების შესაბამისობის დადგენას საერთაშორისო სტანდარტებთან; აქციების/კონტრაქციების დაკვირვების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
პროექტი ხორციელდებოდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
პროექტის დასახელება: "”თანაარსებობა” - ეთნო-ნაციონალისტური ნარატივების შესწავლა საქართველოში".
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 დეკემბერი - 2021 წლის 1 ივლისი
პროექტის მიზანი: საქართველოში ულტრა-ნაციონალისტური განწყობების პრევენციის ხელშეწყობა. საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა ულტრა-ნაციონალისტური/ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან არსებულ საფრთხეების შესახებ.
პროექტის ამოცანა: ულტრა-ნაციონალისტური/ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.
პროექტი ხორციელდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრდაჭერით.
პროექტის დასახელება: „თანამშრომლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის“
პროექტის ხანგრძლივობა: 2021 წლის 1 მაისი - 2021 წლის 31 ოქტომბერი
პროექტის მიზანი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას საქართველოში.
პროექტის ამოცანა: საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე იურისტების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის სემინარების ჩატარება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM.
პროექტის დასახელება: „შესაძლებლობების განვითარების გრანტი“
პროექტის ხანგრძლივობა: 2021 წლის 15 სექტემბერი - 2021 წლის15 დეკემბერი
პროექტის მიზანი: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის (DRI) სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება.
პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდებოდა ERIM (ყოფილი IREX Europe) და"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის"(HRHT) მიერ.
პროექტის დასახელება: “უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში."
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 თებერვალი - 2021 წლის 31 იანვარი
პროექტის მიზანი: ინსტიტუციური რეფორმების ადვოკატირება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების შემცირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
პროექტის ამოცანა: ქვემო ქართლისა და პანკისის რეგიონებში გაზრდილი რადიკალიზაციის დონის შესამცირებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა რელევანტური სტრუქტურებისათვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება.
პროექტი ხორციელდებოდა ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით.
პროექტის დასახელება: "გავლენებისგან თავისუფალი არჩევნების მხარდასაჭერად"
პროექტის ხანგრძლივობა: 2021 წლის 15 აგვისტო - 2021 წლის 15 დეკემბერი
პროექტის მიზანი: 2021 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო პრინციპების დაცვის ხელშეწყობა;
პროექტის ამოცანა:
პროექტი ხორციელდებოდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
პროექტის დასახელება: "ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა "საზღვრის" წინა ხაზზე".
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 დეკემბერი - 2021 წლის 30 ნოემბერი
პროექტის მიზანი: ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კოვიდ -19 პანდემიის პირობებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დემოკრატიის ევროპული წვლილი.
პროექტის დასახელება: „ნდობის მშენებლობა პანდემიის დროს“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2021 წლის 15 სექტემბერი – 2022 წლის15 მარტი
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM)
ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში
პროექტის დასახელება: "ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში".
პროექტის ხანგრძლივობა: 2021 წლის 1 სექტემბერი - 2022 წლის 31 აგვისტო
პროექტის მიზანი: ულტრამემარჯვენე რადიკალიზმის და ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში.
პროექტის ამოცანა:
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.
პროექტის დასახელება: „ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკა“
პროექტის ხანგრძლივობა: 2022 წლის 1 სექტემბერი - 2023 წლის 1 თებერვალი
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტი-გენდერული რიტორიკის
შესწავლა და ქალთა მოძრაობის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების შესახებ საზოგადოების
ინფორმირებულობის გაზრდა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.
პროექტის დასახელება: „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე უსაფრთხოების სექტორის მხარდასაჭერად”
პროექტის ხანგრძლივობა: 2022 წლის 1 თებერვალი - 2023 წლის 31 იანვარი
პროექტის მიზანი: უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერება მონიტორინგის და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობის გზით.
პროექტის ამოცანა: დეპუტატებისა და საპარლამენტო ფრაქციების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტური გამოყენების, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი; სამოქალაქო ჯგუფების, ოპოზიციური პარტიების და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრებებისა და მანიფესტაციების დაკვირვება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED).
პროექტის დასახელება: „ადამიანის უფლებათა დიალოგი თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2022 წლის 15 ივლისი – 2023 წლის 15 იანვარი
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ქართველ, სამხრეთ ოს და აფხაზ უფლებადამცველებსა და აქტივისტებს შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერას და ადამიანის უფლებების დიალოგის დამყარებას.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM),
პროექტის სათაური: "პარტნიორობა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის"
პროექტის ხანგრძლივობა: 2022 წლის 1 მარტი - 2023 წლის 28 თებერვალი
პროექტის მიზანი - მოზარდებში ძალადობის პრევენცია, ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენცია, სფეროს სპეციალისტებისა კვალიფიკაციის ამაღლების, მშობლების გაძლიერებისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის იურიდიული დახმარების აღმოჩენის გზით.
პროექტი ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის დასახელება: „გზა ევროპისკენ - შესაძლებლობა საქართველოსთვის“
პროექტის ხანგრძლივობა: 2022 წლის 1 ოქტომბერი - 2023 წლის 1 მარტი
პროექტის მიზანი: ევროკომისიის მხრიდან დადგენილი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ხელშეწყობა და შეფასება, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით.
პროექტის ამოცანა:
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
‘სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა’ ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’ (CSSIGE 2017- 2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
პროექტის დასახელება: „ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიფემინისტური ფოკუსი“
პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 მარტი - 2023 წლის 31 აგვისტო
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიფემინისტური დისკურსის ანალიზი და მათგან მომდინარე საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.
პროექტის დასახელება: „ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა საქართველოში“
პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 დეკემბერი - 2023 წლის 30 ივნისი
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიფემინისტური დისკურსის ანალიზი და მათგან მომდინარე საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.
პროექტის დასახელება: "2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე ულტრამემარჯვენე ჯგუფების გზავნილების პრევენცია საქართველოში"
პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის 15 აპრილი - 2024 წლის 15 იანვარი
პროექტის მიზანი: საქართველოში ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია მომავალი საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში.
პროექტის ამოცანა:
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Black Sea Trust.
პროექტის დასახელება: "საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ 3"
პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 ნოემბერი - 2024 წლის 30 აპრილი
პროექტის მიზანი: აქციების მიმდინარეობაზე ობიექტური და მიუკერძოებელი დაკვირვება. მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციის მიღწევა.
პროექტის ამოცანები: პოლიტიკური შინაარსის მქონე აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმება; აქციების მიმდინარეობის პროცესში გამოკვეთილი სამართალდარღვევების ანალიზი და სამართლებრივი შეფასება.
ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი.
პროექტის დასახელება: „თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში სამოქალაქო სივრცის შემცირების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის 15 ნოემბერი – 2024 წლის 15 აპრილი
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ქართველ, სამხრეთ ოს და აფხაზ უფლებადამცველებსა და აქტივისტებს შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერას და ადამიანის უფლებების დიალოგის დამყარებას.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM)
პროექტის ბიუჯეტი: 78,690.00 $