GEO   ENG
სიახლეები
17 მაისის აქციის მონიტორინგის შედეგები
18.05.2019
2019 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ თანამშრომლები დააკვირდნენ საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ ჩატარებულ აქციას, რომელსაც ესწრებოდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები. აქციაზე ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების გადამეტება არ დაფიქსირებულა. აქციის მიმდინარეობისას, გამომსვლელების მოწოდება შეიცავდა ანტილიბერალურ პროპაგანდას და სიძულვილის ენის გამოყენებას LGBTQ თემისა და მათი უფლებადამცველების მიმართ. ასევე, სიძულვილის ენა გამოყენებული იყო აქციის მონაწილეთა პოსტერებზე.

აქციის მონიტორინგი ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “ულტრამემარჯვენე ექტრემიზმისა და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026