GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოფელ საყულიაში განვითარებული მოვლენების შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა
04.06.2021
2021 წლის 1 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 1 ივნისს, სოფელ საყულიაში 1992 წელს დაბადებული ი.მ.-ს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებისას, პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე, რის გამოც, დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ „განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა” და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.[1]

ამავდროულად, მედია საშუალებებით გავრცელებულ ჩანაწერებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, პოლიცია დაადანაშაულა.[2]

ვინაიდან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების/გადამეტების შემთხვევები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიეკუთვნება, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

DRI ყურადღებით აკვირდება რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და სათანადოდ შეაფასებს კანონით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ფაქტებს.  



 
[1] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 1-ელი ივნისის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/14671
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026