GEO   ENG
სიახლეები
DRI: პოლიციელების მხრიდან მოზარდზე ძალადობას ეხმიანება
25.01.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს 24 იანვარს გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერში აღბეჭდილ ძალადობას. გავრცელებული კადრებიდან დასტურდება, რომ 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე პოლიციელების მხრიდან განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. პირველ ეტაპზე აუცილებელია დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმართვა მომხდარზე. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. ამ ეტაპზე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია ორი პოლიციელი.

ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციის სისტემაში ბავშვის ინტერესების დაცვა და კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება არ ხდება. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს
  • გამოძიების პროცესში სავალდებულოდ ჩართოს ფსიქოლოგი
  • უზრუნველყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება - დანაშაულის შედეგად დაზარალებულის მიმართ გამოიყენოს მულტიდისციპლინური მიდგომა განმეორებითი გამოკითხვისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
  • უზრუნველყოს პოლიციელების გადამზადება ბავშვთა დაცვის საკითხებში
  • გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.
საქართველოს პარლამენტს
  • პოლიციელად გახდომის კრიტერიუმებში ბავშვთა დაცვის საკითხების ცოდნის სავალდებულოობა კანონმდებლობაში ასახოს.
საქართველოს მთავრობას
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პოლიციის სისტემის რეფორმა ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026