GEO   ENG
სიახლეები
სოფელი ატოცის პრობლემებთან დაკავშირებით DRI ხელისუფლებას მიმართავს
07.02.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) წარმომადგენლები 2022 წლის 4 თებერვალს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში იმყოფებოდნენ.
 
ატოცში გადაადგილება რთულია, გზა მოყინულია და მხოლოდ სოფლის შუაგულში მდებარე ეკლესიამდეა გაწმენდილი. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, პრობლემა თვეზე მეტია გრძელდება. მოსახლეობის თხოვნის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა სოფლის შიდა დამაკავშირებელი გზების ყინულის საფარისგან გაწმენდა.
 
მოყინული გზის გამო, სოფლის მაცხოვრებლებს პრობლემები ექმნებათ საკვების და საყოფაცხოვრებო ნივთების მომარაგების კუთხითაც. სოფელში არაა სასურსათო მაღაზია და აფთიაქი. კერძო სამარშრუტო ტაქსი კი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა ხაშურში და ქარელში გადაჰყავს, გზის გაუმართაობის გამო, მათ საცხოვრებელ სახლებამდე ვეღარ მიდის. ამას ემატება მწვავე სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს, რის გამოც სოფელი იცლება.
 
იზოლაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველდღიური პრობლემების გამო, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ. საკითხზე ინფორმაციის მიღების მიზნით და მოსახლეობისთვის ზემოაღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, ორგანიზაციამ შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და ქარელის მუნიციპალიტეტის მერს წერილობით მიმართა.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026