GEO   ENG
სიახლეები
ახალგორში დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
15.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით,  3 ნოემბერს, ახალგორში რამდენიმე მეტრის სიღმის ჭაში ჩავარდნილი თ.გ-ს მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულს აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევები, შეშუპება სახის და სხეულის არეში, უჭირს საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ დაშავებულის ოჯახი მის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას დაშავების დღესვე ითხოვდა, დე ფაქტო უწყებებმა იგი ახალგორის რაიონული საავამყოფოდან ცხინვალში გადაყვანეს და განაცხადეს, რომ დაშავებულს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად თ.გ. გაწერილია ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებიდან და სახლში იმყოფება.

აღნიშნული ფაქტი არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში ვერ ხერხდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რასაც ადგილზე არსებული ჯანდაცვის დაბალი ხარისხი განაპირობებს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გააკეთოს შესაძლებლობების მაქსიმუმი, მათ შორის გამოიყენოს  საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, დაშავებული თ.გ-ს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაყვანად.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026