GEO   ENG
ანგარიშები
DRI ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრებებზე დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს
12.04.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2020 წლიდან აკვირდება ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების აქტიურობას აქციებსა და მანიფესტაციებზე. გამოქვეყნებული ანგარიში მოიცავს ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვების შედეგებს 2021 წლის სექტემბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით. საერთო ჯამში, გაანალიზებულია 12 შეკრებაზე დაკვირვების პროცესში გამოვლენილი ტენდენციები და  ძირითადი მიგნებები.

  • 2021 წელს გამოიკვეთა ანტილიბერალური და ანტიდასავლური ულტრამემარჯვენე ძალების პოლიტიკურ სუბიექტებად ტრანსფორმაციის ტენდენცია. 2021 წლის 30 ოქტომბერს ზვიად ტომარაძემ პოლიტიკური პარტიის „ერი და სახელმწიფოს“ შექმნის შესახებ განაცხადა; 2021 წლის 7 დეკემბერს „ალტ-ინფოს“ გუნდის ბაზაზე პოლიტიკური პარტია „კონსერვატორული მოძრაობა“ დარეგისტრირდა, რითაც გაიზარდა ანტილიბერალური, პრორუსული და ანტიდასავლური განწყობების მქონე ძალების პოლიტიკური ხილვადობა და ლეგიტიმაცია. 

  • ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებს სისტემატურობა და დისციპლინა ახასიათებს. ისინი თანმიმდევრულები არიან, რაც მათ ორგანიზებულობაში გამოიხატება. მათ აქვთ ყოველკვირეულ შეკრებებზე ასობით ადამიანის მობილიზების შესაძლებლობა; ტრანსპარანტების, პოსტერების, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადების ფინანსური რესურსი და სხვ.
  • ანტილიბერალური და ანტიდასავლური ულტრამემარჯვენე ჯგუფების ორგანიზატორები მოქმედი ხელისუფლების ხისტი ოპონენტები არ არიან. მათ განცხადებებში მთავრობის მისამართით კრიტიკა ძირითადად უწყებათაშორისი საბჭოს ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი წევრების საქმიანობასთან დაკავშირებით ისმოდა.
  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შესამჩნევია სამართალდამცავებსა და ორგანიზატორებს შორის კოორდინირებული მოქმედება, ფამილარული კომუნიკაცია და პოზიტიური ურთიერთკავშირი.
  • საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული ანტივაქსერული შეკრება-მანიფესტაციები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის ჯანდაცვის უწყებებისა და მედიცინისადმი უნდობლობას.
  • საპროტესტო აქციებზე ულტრამემარჯვენე ლიდერების აგრესიული რიტორიკის სამიზნე არაერთხელ აღმოჩნდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „ლიბერალური“ მედიასაშუალებები, დასავლური ინსტიტუტები, აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ, ძირითადად, რიგით დემონსტრანტებად. თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სასულიერო პირებმა სიტყვითაც მიმართეს.
  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დარღვეული იყო კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციები. საანგარიშო პერიოდში გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იყო. ასევე, გარე სივრცეში ბლანკეტურად მოქმედებდა 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრის აკრძალვაც. შეკრების მონაწილეები ძირითადად, არ იცავდნენ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქმედ სავალდებულო რეგულაციებს.

    ექსტრემისტული ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციის ანგარიში

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026