GEO   ENG
სიახლეები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ არაპროპორციულ ღონისძიებას უკანონოდ მიიჩნევს
18.11.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზაციას და მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებული ფორმალური საფუძვლის მიუხედავად, რომელიც კრძალავს შენობების შესასვლელების ბლოკირებას, გამოყენებული ძალა - წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, აქციის მონაწილეთა დაკავება წარმოადგენს არაპროპორციულ ღონისძიებას შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან და მომიტინგეთა რიცხოვნებიდან გამომდინარე და შესაბამისად, უკანონოა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

·        განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებას აქციის დაშლის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული აღიქმება პირდაპირ მითითებად არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე;

·        დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა სიტუაციის განსამუხტად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაქცევად;

ოპოზიციურ პოლიტიკურ სპეტრს:

·        იმოქმედონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და მოერიდონ კანოსაწინააღმდეგო მოწოდებებს, რამაც შეიძლება უმართავი გახადოს შექმნილი სიტუაცია.  

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026