GEO   ENG
სიახლეები
აფხაზეთში ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა
14.08.2022
დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, კონფლიქტში ჩართულმა ორივე მხარემ აუნაზღაურებელი დანაკარგი განიცადა.

აფხაზეთში ომის დაწყებას წინ უძღოდა უმძიმესი მოვლენები, რომელიც კონფლიქტის კონტექსტში დღემდე არ არის შესაბამისად გააზრებული, გამოძიებული ან შეფასებული: თბილისის ომი, ძალადობრივად დაშლილი და დახვრეტილი მშვიდობიანი დემონსტრაციები, ეგზეკუციები სამეგრელოში, ომი ცხინვალში. სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსულ ხელისუფლებაში არსებულმა რუსულმა გავლენებმა, მნიშვნელოვნად დააზარალა სახელმწიფო ინტერესები. მიუხედავად ამისა, არცერთი ეს უმძიმესი დანაშაული არ გამოძიებულა და არც არავის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.

შეუძლებელია კონფლიქტის მოგვარება და შერიგების პროცესის დაწყება მაშინ, როდესაც სიმართლე არ არის ჯეროვნად შეფასებული და დადგენილი. შერიგებისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი უნდა იყოს კონფლიქტში ჩართული მხარეების მიერ ერთობლივად სიმართლის ძიების პროცესის დაწყება. დღემდე არცერთ ხელისუფლებას არ ეყო ნება და ძალა, ეს პროცესები სათანადოდ შეეფასებინა და გამოეძიებინა, რის გარეშეც შეუძლებლად მიგვაჩნია სამოქალაქო, ეროვნული თანხმობისა და შერიგების მიღწევა.

მნიშვნელოვანია, კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე მუშაობასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ხალხებს შორის ნდობის აღდგენის და შერიგების მიმართულებით. 
 
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026