GEO   ENG
ანალიზი
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში
28.10.2026

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ აღნიშნულ შეზღუდვებს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისკენ მიმართულ ლეგიტიმურ რეგულაციებად წარმოაჩენს. 

მიუხედავად იმისა, რომ მედიის თავისუფლების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება 2024 წლის შემდეგ დაფიქსირდა, ამ პროცესის წინაპირობები უფრო ადრეულ პერიოდშიც იკვეთებოდა. კერძოდ, 2017 წლიდან მოყოლებული, იზრდებოდა პოლიტიკური გავლენა როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო მაუწყებლებზე. ამასთან, მედიის გარემო ხასიათდებოდა მკვეთრი პოლარიზაციით, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერი ისეთი მედიასაშუალებების გავლენით, როგორიცაა „იმედი“ და POSTV.  

მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა (CMIS) 2025 წელს ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიმართ განხორციელებული დარღვევის 357 შემთხვევა აღრიცხა, ხოლო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მიერ გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 114-ე ადგილიდან135-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. კომუნიკაციების კომისიამ არაერთხელ დააჯარიმა ისეთი მაუწყებლები, როგორებიცაა „ფორმულა“ და „ტვ პირველი“. საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებს აკისრებდნენ ჯარიმებს ან აკავებდნენ. მედიაზე ზეწოლის ერთ-ერთ სიმბოლურ მაგალითად იქცა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. 

წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს ძირითად მოვლენებს, საკანონმდებლო ცვლილებებსა დაკონკრეტულ საქმეებს, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღების უფლების დაცვის ამჟამინდელ მდგომარეობას. 

დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით
ვეხმაურებით საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს.
21.10.2026
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026