GEO   ENG
ანალიზი
DRI: ევროკომისიის მე-7 რეკომენდაცია დამოუკიდებელი მედიაგარემოს შესახებ არ შესრულებულა
21.12.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ გეგმა ევროკომისიის მე-7 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს დამოუკიდებელი მედია გარემოს შექმნას ავალდებულებს, ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულებად მხოლოდ „შესაბამის საქმეებზე“ ინფორმაციის გასაჯაროება აიღო.  

ევროკომისიის მე-7 რეკომენდაცია: „უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ფაქტებზე.“

„ქართული ოცნების“ გეგმის მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული ნაწილი განსაკუთრებული ბუნდოვანებით გამოირჩეოდა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არც გეგმის შესრულების კონკრეტული ვადები დაუსახელებია, და არც რაიმე კონკრეტული მოქმედებები, „შესაბამის საქმეებზე“ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულების გარდა.

ქართულ ოცნებას არ გაუწევია ძალისხმევა შეეცვალა მდგომარეობა მედია დამოუკიდებლობის მიმართულებით. პირიქით, 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის სასჯელის დამძიმებამ დამატებითი კითხვები გააჩინა. ნიკა გვარამიას საქმე ნახსენებია ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც მკაცრადაა გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებითაც, რასაც ჟურნალისტების დაზარალება მოჰყვა.

ევროპარლამენტის აღნიშნულ რეზოლუციას წინ უსწრებდა 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუცია  საქართველოში მედია თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ, სადაც უმკაცრესადაა შეფასებული საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა.

რეზოლუციაში მითითებულია: გადაიხედოს ნიკა გვარამიას სასჯელი; საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები; საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული საჩივრების გამოყენება, რაც მიმართულია უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ზღუდავს მათ დამოუკიდებელ მუშაობას; საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ; რეზოლუციაში მითითებულია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლოვანებაზე 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, სადაც ძალადობრივი თავდასხმის შედეგად ერთი ჟურნალისტი დაიღუპა; რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ევროპის საბჭომ და დემოკრატიულმა პარტნიორებმა უნდა განიხილონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობა მთავრობაში მისი გავლენების გამო ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის.

იმის შესაფასებლად, რამდენად შესრულდა ევროკომისიის მე-7 რეკომენდაცია,  ევროკომისია ყურადღებით დააკვირდება, შეესაბამებოდა თუ არა მედია მფლობელებისა და მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმეები ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს. ამ მხრივ, სამწუხაროდ, საქართველოს  პროგრესი არ ჰქონია. 


ევროკომისიის რეკომენდაცია 7 - პროფესიული, პლურალისტური, დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველყო

DRI: პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ აფხაზეთში რუსული პროპაგანდა გააქტიუდა

რუსული პროპაგანდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული სიმძლავრით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საყოველთაო სახალხო მღელვარების ფონზე „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ჩაეგდო ე.წ. რუსული კანონის პროექტი.

25.03.2023
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისარ ვარჰეის
მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
23.03.2023
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დე ფაქტო გამშვებ პუნქტზე ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ
DRI-ის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოსახლეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უთანხმებს. 
21.03.2023