GEO   ENG
სიახლეები
DRI: სააპელაციო სასამართლომ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წამახალისებელი განაჩენი მიიღო
17.01.2023
DRI ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მაია თეთრაულის მიერ მიღებულ განაჩენს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით. 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირდათ და ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის ნაწილში გამართლდნენ.

2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის საქმეებში ორგანიზებული დანაშაულის არსებობას თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არაერთი მტკიცებულება და სასამართლოს წინაშე დაკითხული მოწმე ადასტურებდა. როგორც პირველ, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებში პროკურატურის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობამ სასამართლოს შესაძლებლობა მისცა ბრალდებულებისთვის წაყენებული ბრალი მძიმე მუხლებიდან მსუბუქ მუხლებზე გადაეკვალიფიცირებინა. ეს შესაძლებლობა მოსამართლე თეთრაულმა სრულად გამოიყენა.

ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის ჯგუფური ძალადობის მუხლზე გადაკვალიფიცირებამ მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირება გამოიწვია. ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის საქმეზე  მსჯავრდებულ ექვსივე პირს პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული სასჯელი 4 წლამდე შეუმცირდათ. საგანგაშოა, რომ მსჯავრდებულების ორგანიზებულ დანაშაულში გამართლებამ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების არსებობის გამორიცხვისთვის  ნიადაგი შექმნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ცოტნე ჩიხლაძის ბრალი ძალაში დატოვა. ბრალდების მხარეს დაზარალებული ილია თვალიაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არც თბილისის სააპელაციო  სასამართლოსთვის წარუდგენია. თავდაპირველად წარდგენილი ბრალის დადგენის შემთხვევაში, ცოტნე ჩიხლაძის მიმართ სასჯელი 7-დან 10 წლამდე განისაზღვრებოდა.[1]

DRI მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულის მიერ მიღებული განაჩენი წაახალისებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენას.


[1]დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ DRI-ს მიერ მომზადებული “2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეების სასამართლო მონიტორინგის ანგარიში”, ხელმისაწვდომია - https://bit.ly/3iHJ6bY
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026