GEO   ENG
სიახლეები
DRI: ხელისუფლება უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
03.03.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2023 წლის 2 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა და მედიის წარმომადგენელთა დაკავების ფაქტებს.

2 მარტს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონის პროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განხილვას აპროტესტებდნენ. საჯაროდ გავრცელებული წყაროებისა და ადგილზე დაკვირვების შედეგად, ცხადი გახდა, რომ სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს და არაპროპორციულად შეზღუდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის უფლება - აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლეს და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა დააანონსეს.

DRI-ის შეფასებით, დემონსტრანტების ქცევა არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდამცავების მხრიდან დაკავების, როგორც უფლების შეზღუდვის რადიკალური ზომის გამოყენება (ადმინისტრაციული წესით, სავარაუდოდ, 20 პირი დააკავეს), ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ოპოზიციური მედიასაშუალების არაერთი ჟურნალისტის დაკავების ფაქტი, უნდა შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის ფართო სურათში.

დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება შეეზღუდათ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოქალაქეებზე დაშვებული საშვები კი გაუქმდა. მაშინ, როდესაც პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის სხდომაზე დაუბრკოლებლად დაუშვეს კანონპროექტის მხარდამჭერები, კომიტეტის სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედია საშუალებების წარმომადგენლებს, რომლებიც რეპრესიული  კანონპროექტის უშუალო ადრესატებს წარმოადგენენ.

DRI მოუწოდებს:

საქართველოს პარლამენტს
  • უარი თქვას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
  • დარჩეს კანონის ფარგლებში და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
  • უარი თქვას ჟურნალისტური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის მიზანმიმართულად ხელის შეშლაზე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
  • დაუყოვნებლივ შეისწავლოს და მოახდინოს სათანადო რეაგირება 2023 წლის 2 მარტს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტებზე და შეამოწმოს სამართალდამცავთა ქცევის სამართლებრივი საფუძველი და კანონიერება.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026