DRI: პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიღებული კანონის პროექტის განცხადებით გაწვევა შეუძლებელია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. განცხადებაში არაფერია ნათქვამი მეორე, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონის პროექტზე და მასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე.
მიუხედავად მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებისა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 9 მარტს განიხილებოდა, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე 7 მარტს პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით მიიღო, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებამ და უსაფუძვლო დაკავებებმა პროტესტი უფრო მასშტაბური გახადა.
8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას მიმართა თხოვნით, განეხილა კანონპროექტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ. 8-9 მარტის ღამეს პოლიციამ შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, შეკრების მონაწილეები გათენებამდე არ დაშლილან. ამ ფონზე 9 მარტს მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვიეს მათ მიერ „მხარდაჭერილი კანონპროექტი.“
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის მხრიდან საზოგადოების პროტესტის საფუძველზე გაკეთებული დათმობები არაერთხელ დაექვემდებარა რევიზიას, „ქართული ოცნების“ მიერ საკომიტეტო მოსმენებზე მხარდაჭერილი ორი კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი კანონის პროექტის „გაწვევა“ შეიძლება ემსახურებოდეს დროის მოგებას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის პროექტის განცხადებით გაწვევის შესაძლებლობას.[1] ნიშანდობლივია ისიც, რომ მმართველმა პარტიამ არაფერი თქვა მეორე კანონის პროექტის „გაწვევაზე“, რომელიც 7 მარტის სესიაზე განხილული არ ყოფილა, მაშინ როდესაც ამ კანონპროექტის გამოთხოვა პროცედურულად უფრო მარტივად შეიძლება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, „კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის მიერ ინიციირების შემთხვევაში კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება კანონპროექტის ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“
სწორედ ამიტომ, DRI მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ყველა იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა ინიციირებულ კანონის პროექტს:
[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, „კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.“
ცხინვალში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, რომელშიც ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ, აჩვენებს დე ფაქტო ხელისუფლების რეპრესიულ მიდგომას.
მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.
DRC ეხმიანება 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა 20-მდე აქციის მშვიდობიანი მონაწილე დააკავა.