GEO   ENG
სიახლეები
DRI: „ქართული ოცნება“ აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის საინფორმაციო კამპანიას
10.03.2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, კვლავ კანონპროექტის სულისკვეთებასთან თანხვედრაში მყოფი პროპაგანდისტული განცხადება გააკეთა.  

ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის მუდმივ ნაწილად აქციოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მტრის იარლიყის მიწებება. ამით მმართველი პარტია დემონსტრაციულად უარს ამბობს ევროკომისიის მე-10 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს სამოქალაქო საზოგადოება ჩართოს ყველა დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ირაკლი კობახიძის განცხადება ასევე ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს ჰომოფობიური რიტორიკის, რელიგიური და ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივების ხარჯზე. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამოცანაა მორიგი პოლიტიკური „მტრის ხატი“ შესთავაზოს საკუთარ ამომრჩეველს, ამჯერად უკვე საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახით, რომლებიც მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მუშაობენ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შევახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, როგორც დაზარალებულისთვის იურიდიული დახმარების გაწევით, ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირების გზით უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ უფლებათა დარღვევის ფაქტებს.

იმედი გვქონდა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამართული მასობრივი საპროტესტო მანიფესტაციები „ქართულ ოცნებას“ მიახვედრებდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკური აფილირების დაბრალება ვერ მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს. თუმცა „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით ჯიუტად აგრძელებს იმ პოლიტიკას, რის გასაპროტესტებლადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულ ათასობით მოქალაქე იკრიბებოდა საქართველოს პარლამენტთან.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ მტრად და ოპონენტად მონიშვნის დამაზიანებელ კამპანიაზე. ნაცვლად ამისა, ევროკომისიის მე-10 რეკომენდაციის გათვალისწინებით და არსებული სამოქალაქო პროტესტის განსამუხტად, იმუშაოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად.

სამხრეთ ოსეთისთვის ახალი ფინანსური პაკეტი: ინფრასტრუქტურიდან სოციალურ მხარდაჭერამდე — როგორ იცვლება რუსეთის დაფინანსების პრიორიტეტები

ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური “მხარდაჭერის” ახალ ეტაპს იწყებს. 

17.09.2026
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026