GEO   ENG
სიახლეები
DRI: პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ აფხაზეთში რუსული პროპაგანდა გააქტიუდა
25.03.2023
რუსული პროპაგანდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული სიმძლავრით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საყოველთაო სახალხო მღელვარების ფონზე „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ჩაეგდო დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული ე.წ. რუსული კანონის პროექტი.

თბილისში 7-8-9 მარტს გამართული საპროტესტო აქციები რუსულმა პროპაგანდამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეორე ფრონტის გახსნის მცდელობად წარმოაჩინა და დეზინფორმაციის გავრცელებით შეეცადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დემონიზებას. არასამთავრობოებისა და მედიის რეგულირების საკითხზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სულისკვეთების კანონპროექტის ჩაგდება „სახელმწიფოებრივ“ საფრთხედ ჩაითვალა აფხაზეთში და ცხინვალში და გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს რუსეთთან და შესაბამისად, აფხაზეთის მოსახლეობასთან ომი სურთ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძიმბამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მსგავსი პოზიცია ღიად დააფიქსირეს. ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საბრძოლო მზადყოფნას გააძლიერებენ, რადგან, თბილისში ოპოზიცია მთავრობის დამხობასა და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს.

პოზიტიურად უნდა აღნიშნოს, რომ აფხაზეთში დღემდე არ/ვერ იღებენ ანალოგიური შინაარსის კანონს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით აფხაზური საზოგადოების პროტესტის გამო. სამწუხაროა, რომ მსგავსი კანონი 2014 წლიდან მოქმედებს ცხინვალში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ თბილისში „ომის პარტიამ“ გაიმარჯვა და ქართველები აფხაზეთზე სამხედრო შეტევას აპირებენ, გალის მაცხოვრებლებს სოხუმიდან და აფხაზეთის სხვა ქალაქებიდან უკავშირდებოდნენ კითხვებით: „ზუგდიდში დგანან თუ არა ტანკები?!“, „როდის იწყებენ „გალის ქართველები“ ომს?!“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ინფორმაციით, 2023 წლის 10-11 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ; გამოცხადდა რეზერვისტთა მობილიზაცია; 11 მარტს გალის რაიონში შეიყვანეს სამხედრო ნაწილები; ადგილობრივი უშიშროების სამსახურში დაიბარეს აფხაზეთში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და გამოჰკითხეს საქართველოს მხრიდან შესაძლო საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ. 14 მარტს გალში იმყოფებოდა ასლან ბჟანია. მან ბრძანება გასცა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამყოფი ხაზის გასწვრივ თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა. 16 მარტს, სიტუაცია შედარებით განიმუხტა და გალიდან დაიწყეს სამხედრო ნაწილების და სპეცრაზმელების გაყვანა. თუმცა, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების რთული მდგომარეობა და ნუ ასაზრდოებენ რუსულ დეზინფორმაციას, რისთვისაც აუცილებელია, შეწყდეს შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებით მოსარგებლე ადამიანების დემონიზაცია და სამოქალაქო საზოგადოებასთან პოლარიზაციის გაღრმავება.
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026