GEO   ENG
სიახლეები
უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე - ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან
15.06.2023
15 ივნისს, სამმა ორგანიზაციამ - „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ გამართა კონფერენციაუსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე - ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე - ევროკავშირის შეფასებაზე, რომელსაც მოჰყვება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ისევე, როგორც ნატოს მომავალ სამიტზე ვილნიუსში.

2022 წლის ივნისის შემდეგ, ქვეყანაში  მოვლენები საკმაოდ დრამატულად, თუმცა დინამიურად განვითარდა. დაძაბული ვითარების ფონზე, სხვადასხვა აქტორების მიერ, შემუშავდა რამდენიმე სამოქმედო გეგმა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და საუკეთესო შედეგის მისაღწევად. გაიმართა არაერთი კონსულტაცია, დისკუსია. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც მომზადდა რამდენიმე ანგარიში/რეკომენდაცია. ჩვენი მიზანია, შევკრიბოთ დაინტერესებული მხარეები,  გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები, დასკვნები, მოხდეს ყველა რეკომენდაციის სინქრონიზაცია და ერთხმად დავუჭიროთ მხარი, საქართველოს ევროპული ოცნების რეალიზაციის პროცესს.

ჩვენი მიზანია, კონფერენციის მსვლელობის დროს, განვიხილოთ და გავაანალიზოთ ევროინტეგრაციის არსი, ფორმალური პროცედურების მიღმა. გვსურს,   შევთანხმდეთ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომელსაც თანამედროვე, ევროპული საქართველო უნდა ეფუძნებოდეს. ზუსტად ისე, როგორც 104 წლის წინ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა, მსოფლიო გააოცეს, ლიბერალური დემოკრატიის მიმართ ერთგულებითა და სიმამაცით, დღევანდელ საქართველოსაც სჭირდება თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობის, სოლიდარობის, თანასწორობის და ადამიანის უფლებების პრინციპებისა და იდეალების ერთგულება.

თუმცა, სანამ 2023 წლის შემოდგომა დადგება, ივლისში ნატოს ვილნიუსის სამიტია. ევროკავშირთან დაკავშირებული დებატებისგან განსხვავებით, ნატოს სამიტის შესახებ საზოგადოებამ პრაქტიკულად არაფერი იცის, არ არსებობს საჯარო დიალოგის რაიმე ფორმატი ან დისკუსიისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. რას უნდა ველოდოთ? რის მიღწევას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება? სად ვდგავართ ნატოში გაწევრიანების გზაზე?  მიგვაჩნია რომ ამ კითხვებზე უნდა გვქონდეს ღია დიალოგი როგორც მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ამგვარი დისკუსიის დაწყებას ემსახურება ჩვენი კონფერენცია.

2022 წლის 30 მაისს შევკრიბეთ და განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და მისი გავლენა საქართველოზე. როგორ გაგვაერთიანა რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, თითქმის მთელი ცივილიზებული სამყარო და გაუხსნა გზა უსაფრთხოების სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ხედვებს, თანამშრომლობისა და ინტეგრაციისთვის. წელს კი გვსურს შევაფასოთ საქართველოს მდგომარეობა და განვსაზღვროთ, საკმარისია თუ არა გატარებული რეფორმები კანდიდატის სტატუსის მისაღებად? როგორ მოქმედებს, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოს მომავალზე? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ქვეყანას წარმატების მიღწევაში?






სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024