GEO   ENG
განცხადებები
საქართველოს ეროვნული პლატფორმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
01.08.2023
საქართველოს ეროვნული პლატფორმა შეშფოთებულია 31 ივლისს, ქ. ბათუმში განვითარებული მოვლენებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების პატივისცემისაკენ მოუწოდებს.

ბათუმში საზოგადოების პროტესტი მეორე რუსული კრუიზის შემოსვლას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავსადგურის მიმდებარედ შეკრებილ მოქალაქეებს ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევდა პროტესტის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას და სხვა საშუალებებთან ერთად იყენებდა აქციის მონაწილეების დაკავების პრაქტიკას.  დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაკავებულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. ცალკეულ შემთხვევებში პოლიციის მიერ დაკავებულთა მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესაძლო ფაქტებს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების ადვოკატებს  არ აძლევდა მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევას წარმოადგენს. მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია და წარმოშობს არასათანადო მოპყრობის რისკებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და არ შეუშალოს ხელი მოქალაქეებს, თავისუფლად გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი.

  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისი
  • ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ცენტრი
  • საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
  • იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი” 
  • სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ 
  • საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026