GEO   ENG
ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები
11.08.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეისწავლა. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები - განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის  დევნილთა ჩასახლება და გადასასვლელი საგუშაგოები მოვინახულეთ.

ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ დასახლებაში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს და ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ამჟამად მოსახლეობის ძირითად პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და სოფლების მოსახლეობისგან დაცლაზე წუხილს უჭირავს. საოკუპაციო ხაზთან არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების პრობლემებმა, როგორც ჩანს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრაქტიკული დაცლა გამოიწვია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით, ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი მკვეთრად შემცირებულია; ფაქტია, რომ 2021 წელთან შედარებით, ადგილობრივი საგუშაგოების მზაობა ან/და პრევენციული ღონისძიებები რუსული საგუშაგოებისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, მკვეთრად მოდუნებულია; გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, თითოეულ საგუშაგოზე მხოლოდ ერთი პირი მორიგეობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საგუშაგოები ფორმალურია და შინაარსობრივად გაუქმებული, ვინაიდან საოკუპაციო ძალებისგან საფრთხეს თითქოს აღარ მოელიან; უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მსგავსი მოდუნება გაკვირვებას იწვევს.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები (განმუხური, ხურჩა, ორსანტია, ანაკლია, რუხი, ტყაია, რიყე, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება, მუჟავასა და ფახულანის თემი)
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026