GEO   ENG
ანგარიშები
ულტრამემარჯვენე ჯგუფების გავლენები პოლიტიკურ დღის წესრიგზე
05.09.2023
საქართველოში ხილვადი ხდება ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მცდელობა, გავლენა იქონიონ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაჯგუფებები, რომელთა დიდი ნაწილი დაუფარავად პრორუსულია, ღიად აცხადებენ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციას, მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს მათი სამოქმედო დღის წესრიგის, რიტორიკისა და ძირითადი ნარატივების ანალიზი.

შუალედურ ანგარიშში, რომელშიც DRI ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებზე დაკვირვების სამთვიან პერიოდს აჯამებს, აღწერილია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ და „ქართული იდეის“, ასევე, ნეოფაშისტური ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობისა“ და ღიად ულტრამემარჯვენე ჯგუფების „ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და „ქართული მისიის“ ოფიციალურ და მხარდამჭერთა გვერდებზე გააქტიურებული დეზინფორმაციული, მადისკრედიტირებელი თუ სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები. საკვლევ ობიექტებს შორის იყო ღიად პროკრემლისტური და ანტიდასავლური განწყობების მქონე მედია პლატფორმები: „ალტ-ინფო“ და „სეზონი TV“.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების ლიდერებს იდენტური გზავნილები აქვთ ევროსკეპტიციზმსა და ჰომოფობიასთან დაკავშირებით - ორივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ცდილობენ პრორუსული განწყობების ფონზე, ევროსკეპტიციზმის გაღვივებას და ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას. 

სოციალური ქსელების და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგად, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების დისკურსში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა:

  1. ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც 17 მაისის მოახლოების პარალელურად გააქტიურდა და კულმინაციას მიაღწია 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით. დაკვირვებამ გამოააშკარავა ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ. გასული წლების მსგავსად, ულტრამემარჯვენე ჯგუფების ჰომოფობიური რიტორიკა ანტიდასავლურ დისკურსს ერწყმოდა და გაჯერებული იყო ეროვნული და რელიგიური სენტიმენტებით.
  2. პროკრემლისტური რიტორიკა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმს გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების ფონზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ერთ ხმაში ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმას, ეკონომიკური სარგებლიანობის მოტივით. აღსანიშნავია, რომ ღიად პრორუსული, ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ საკუთარ მიღწევად წარმოაჩენდა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.ს
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში შესამჩნევი იყო ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე სხვა ჯგუფების პოლიტიკურ ველზე გააქტიურება. კერძოდ, 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ  ნეოფაშისტმა გიორგი ჭელიძემ ჯგუფი „საქართველოს ეროვნული ერთობა“ დააფუძნა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკური დისკურსი ონლაინ და სოციალურ მედიაში

სამხრეთ ოსეთისთვის ახალი ფინანსური პაკეტი: ინფრასტრუქტურიდან სოციალურ მხარდაჭერამდე — როგორ იცვლება რუსეთის დაფინანსების პრიორიტეტები

ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური “მხარდაჭერის” ახალ ეტაპს იწყებს. 

17.09.2026
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026