GEO   ENG
ანგარიშები
ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში
26.09.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის აპრილი-აგვისტოს ჩათვლით სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული/ანტიფემინისტური შინაარსის 210 შემთხვევა გააანალიზა.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებასთან ერთად, იზრდება გენდერული და ლგბტქ+ იდენტობის საკითხებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. საზოგადოებრივ დისკუსიებში ნათლად იკვეთება ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკა, რომელიც მნიშვნელოვან (გეო)პოლიტიკურ გამოწვევადაც იქცა ქვეყნისთვის. დეზინფორმაციული მედიაკამპანიები, ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე ფოკუსირებით, როგორებიცაა გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და დაბრკოლებას ქმნის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გზაზე.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები მხარდამჭერთა მობილიზებას ცდილობენ ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა: იდენტობა, სექსუალური და რეპროდუქციული განათლება, რელიგიური სენტიმენტები და ოჯახის ინსტიტუტი.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერულ რიტორიკას, რომელიც მნიშვნელოვნად ეფუძნება ჰომოფობიურ განწყობებს, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ერთგვარი ლეგიტიმურობაც კი შესძინა. დაკვირვებამ ცხადყო ხელისუფლებისა და ულტრამემარჯვენე ძალების იდენტური ჰომოფობიური გზავნილები და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული, ორმხრივად ლოიალური პოლიტიკა. საგულისხმოა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ქართულ ოცნებასთან“ სრულ უნისონში ეწევიან ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, რომელიც ერწყმის ანტიდასავლურ განწყობებს და ყალბ ეროვნულ-რელიგიურ სენტიმენტებს.

სოციალური ქსელების და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგად, ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების ანტიგენდერულ დისკურსში ჰომოფობიური რიტორიკა სამი ძირითადი მიმართულებით გამოიკვეთა:

1) ჰომოფობიური რიტორიკა „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით - ულტრამემარჯვენე ჯგუფების ჰომოფობიური ნარატივები 17 მაისის მოახლოების პარალელურად გააქტიურდა და აგრესიამ თავის კულმინაციას  8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით მიაღწია.

2) პრემიერ-მინისტრის ჰომოფობიური რიტორიკა კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო პლატფორმაზე - ულტრამემარჯვენე დისკურსში რეზონანსული აღმოჩნდა 2023 წლის 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლა, რომელიც ჰომოფობიური გზავნილებით იყო გაჯერებული. საქართველოში მოქმედმა ღიად პრორუსულმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პრემიერის გამოსვლა დადებითად შეაფასეს.

3) სამოქალაქო აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მადისკრედიტებელი კამპანია - საანგარიშო პერიოდში ულტრამემარჯვენე კრემლისტური ჯგუფები, სახელისუფლებო ანონიმურ ანგარიშებთან ერთად, სრულ უნისონში ცდილობდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის და მისი მხარდამჭერების დისკრედიტაციას. კამპანიას მკვეთრად სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსი ჰქონდა.

ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში





რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026