GEO   ENG
სიახლეები
DRI: 2 ივნისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს პოლიციელთა თვითნებობის წახალისებას და უხეშად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას
28.09.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, რითაც მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო სამოქალაქო აქტივისტები ბანერების შინაარსის გამო, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას, აზრის თავისუფლებაზე ცენზურის დაკანონების მცდელობას და მთლიანად უარყოფს სასამართლოს როლს სამართალდამცავი ორგანოების თვითნებობის წინააღმდეგ. 

2023 წლის 2 ივნისს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები აქციაზე სუფთა თეთრი ფურცლებისა და ბანერების (რომლებზეც კნინობითი სახელი „ირაყლი“ ეწერა) გამო დააკავა. ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის (ედუარდ მარიკაშვილი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე) და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლების აქციის დროს დაკავების პირველი შემთხვევა, რაც საგანგაშოდ უნდა შეფასდეს.   

საჯაროდ გავრცელებული წყაროებით დასტურდება, რომ 2 ივნისს აქციის მონაწილეთა ქცევა არც ერთ ეპიზოდში არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს; ხოლო სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების აშკარა გადამეტებას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველეყო სამართლიანი სასამართლო განხილვა, გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა ლეგალური გახადა.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026