GEO   ENG
სიახლეები
DRI: მოწოდებები „ანტი-მაიდნის“ შექმნის შესახებ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შსს და სუს-ი რეაგირებას აგვიანებს
03.10.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ღიად პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერების მოწოდებები ძალადობრივი ორგანიზაციული ერთობის „ანტი-მაიდნის“ შექმნის შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

2023 წლის 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ოფიციალურ განცხადებას, საქართველოში უცხო ქვეყნის დაფინანსებით დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ, ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ.

სუს-ის განცხადების შემდეგ, რადიკალურმა ღიად პრორუსულმა დაჯგუფებამ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფომ“ ე.წ. ანტიმაიდანი დააანონსა. 2023 წლის 25 სექტემბერს პარტიის ლიდერებმა ზურა მახარაძემ, გიორგი ქარდავამ, შოთა და ირაკლი მარტინენკოებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველოში გადატრიალების მცდელობის საწინააღმდეგოდ „თანამოაზრეთა ძალების“ მობილიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს. „ჩვენ უნდა დავაორგანიზოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ორგანიზებული, შეკრული ჯგუფები, იმისთვის, რომ გვქონდეს საშუალება და რამდენიმე საათში რეგიონებიდან შეგვეძლოს ათეულობით ათასი ადამიანის გადმოყვანა.“ - განაცხადა შოთა მარტინენკომ.

მახარაძემ აღნიშნა: „საქართველოში მოხდება ადამიანთა ორი ჯგუფის დაპირისპირება“. მან მხარდამჭერებს ბრძოლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „არჩევანის საშუალება დაიყვანება ორ პოზიციამდე – ან უკრაინის ბედი გინდა საქართველოსთვის ან მის წინააღმდეგ იბრძოლებ. თუ არ გინდა უყურო გადამწვარ თბილისს, თუ არ გინდა საქართველომ ტერიტორიები დაკარგოს, მოგიწევს ბრძოლა და ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი. მაიდანი არის სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა ძალადობის გზით. ძალას კი უპირისპირდება მხოლოდ ძალა“.

სუს-ის განცხადებას ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშიაც და აღნიშნა: „როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის ბედი, კაბინეტების და ადმინისტრაციული შენობების ნაცვლად, თბილისის ქუჩებში გადაწყდება და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის ჯანსაღი, კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი, ამ სცენარისათვის მზად იყოს.“

მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით, ინფორმაცია ვრცელდება ფეისბუქ გვერდზე „ალტერინფო“, სადაც ერთ-ერთ ფოტო პოსტში აღნიშნულია: „შემოუერთდი ანტიმაიდანს! მზად ვიყოთ ბრძოლისთვის! გადავარჩინოთ საქართველო ომისგან და გადატრიალებისგან!“

„ანტიმაიდანი“ აქტიურად განიხილება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ლიდერების: შოთა მარტინენკოს, ზურა მახარაძის, გიორგი ქარდავას და ირაკლი მარტინენკოს პირად ტელეგრამ არხებზე, რასაც ხშირ შემთხვევაში თან ერთვის ძალადობრივი მოწოდებები გამომწერთა კომენტარების სახით.

ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები მხარდამჭერებს  აქტიურობისკენ მოუწოდებენ და სახელმწიფო გადატრიალების საკითხზე აპელირებით ცდილობენ საზოგადოებაში შიშის დანერგვას. სწორედ ამ მიზნით, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერები ტელეგრამ არხზე ავრცელებენ ვიდეო მიმართვას, სადაც მხარდამჭერებს მოუწოდებენ „გაწევრიანდნენ ანტიმაიდნის მოძრაობაში, რათა დაიცვან ქვეყანა დასავლური რევანშისგან“.

აღსანიშნავია, რომ რადიკალური და პრორუსული დაჯგუფება ძალების მობილიზებას რეგიონული მასშტაბით გეგმავს. შოთა მარტინენკოს განცხადებით, „ანტიმაიდნის“ მოძრაობა გააერთიანებს ასიათასობით ადამიანს, რომელთა მიზანიც „მაიდანის სცენარის“ თავიდან არიდება იქნება. „ჩვენ გვეყოლება საკმარისად დიდი საორგანიზაციო ერთობა იმისთვის, რომ დავიძრათ და აღვკვეთოთ წინააღმდეგობა ყველა იმ აუცილებელი მეთოდით, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე შემოგვთავაზებს.“  „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერებმა „ანტიმაიდნისთვის“ თანხების მობილიზებაც დაიწყეს, თუმცა შესაბამისი ანგარიშები,  შოთა მარტინენკოს განცხადებით, „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ დაბლოკა.

27 სექტემბერს, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ გადაცემაში „ალტ-ანალიტიკა“ ოფიციალურად დააანონსა „ანტიმაიდნის მოძრაობის“ დაწყება: „საზოგადოების მხრიდან არნახული გამოხმაურება მოჰყვა ანტიმაიდნის მოძრაობას და ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც საჭიროა. არაფრის ახსნას არ ვაპირებთ ლიბერალებისთვის, ყველაფერს ვიზამთ და მეიდანს არ ჩავატარებინებთ.“ 

საქართველოს კანონმდებლობით, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ასევე, უკანონო ფორმირების  შექმნა, ხელმძღვანელობა,  გაწევრიანება/მონაწილეობა სისხლის სამართლის წესით ისჯება. შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაიწყოს დროული და ეფექტური გამოძიება ძალადობრივი ჯგუფის მიერ დაანონსებული „ანტიმაიდნის მოძრაობის“  შესახებ, რომლის მიზნებიც ხაზგასმით ძალადობრივია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • შეწყვიტოს ძალადობრივი ჯგუფების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა და ლოიალური პოლიტიკით მათი წახალისება.
  • უზრუნველყოს „ანტიმაიდინის“ დამფინანსებლების იდენტიფიცირება;
  • „ანტიმაიდანის“ ორგანიზატორებისა და დამფინანსებლების წინააღმდეგ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი.

02.12.2024
DRC: სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

01.12.2024
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

30.11.2024