GEO   ENG
სიახლეები
DRI: ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობის 1135 დღე
10.11.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად არაეფექტიანი და არასაკმარისია.

2020 წლის 30 სექტემბერს, გალში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. აღნიშნული ქმედებისთვის მაქსიმალური სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა ბებუას ბრალი ხელოვნურად, თითქოსდა ხელყუმბარის ქონის გამო დაუმძიმეს და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ირაკლი ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 2023 წლის ოქტომბერში ოჯახის ნათესავმა აღნიშნა: ბოლო ორი თვეა ძალიანტკივა თავი, ხერხემალი, კუჭი. ამას ემატება დეპრესია, არ დგება, საკნიდან არ გამოდის. წამლებიც არა აქვს, მარტო გამაყუჩებელს თუ აძლევენ, თორემ რომ გამოიკვლიონ და მკურნალობა დაუნიშნონ, ეს არ ხდება“.

ამ დროისთვის ირაკლი ბებუას სრულად აქვს მოხდილი უკანონო სასჯელის სამი წელი და 40 დღე. იმ საპატიმრო დაწესებულებაში არსებული პირობები, სადაც ირაკლი ბებუა სასჯელს იხდის, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დღეები, შესაძლებელია სრულად მოხდილად ჩაეთვალოს. აფხაზეთის დე ფაქტო სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შესაძლებელია პირის ვადამდე გათავისუფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, დე-ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, ის გათავისუფლებას ექვემდებარება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ

  • ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და შექმნას აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან კომუნიკაციის ხაზები ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დროულად გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით;
  • საქართველოს სახალხო დამცველმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური მანდატი ირაკლი ბებუას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით.









რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026