GEO   ENG
ვაკანსიები
ვაკანსია პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
10.12.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) პროექტის „თანამშრომლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

პროექტი მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას საქართველოში და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.

ანაზღაურება: 450 დოლარის ეკვივალენტი ლარში (დარიცხული ხელფასი)

სამუშაოს დაწყების დრო: 1 თებერვალი, 2020 წელი

სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - იურიდიული, ადამიანის უფლებათა სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და მომიჯნავე სპეციალობები;
  • ანგარიშების წერის გამოცდილება (მათ შორის ინგლისურ ენაზე);
  • კონფლიქტების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური (ძალიან კარგად); რუსული (ძალიან კარგად);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • აკადემიური წერა;
  • ანალიტიკური უნარები;

უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
  • გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
  • შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

მოვალეობები:

  • პროექტის ყოველდღიური გამართული საქმიანობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის დირექტორის ზედამხედველობის ქვეშ, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების დაგეგმვა და ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროექტით გათვალისწინებული სამუშაო შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ;
  • პროექტით გათვალისწინებული პუბლიკაციების დარედაქტირების, დაბეჭდვისა და გავრცელების უზრუნველყოფა (მათ შორის ინგლისურ და რუსულ ენებზე);
  • ორგანიზაციის პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში, პრესრელიზების მომზადება და სხვა საქმიანობა, რომელიც უკავშირდება პროექტის განხორციელებას.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. დოკუმენტებისმიხედვითკანდიდატებისშერჩევა;
  2. გასაუბრებამეორეეტაპზეგადასულიკანდიდატებისთვის.

პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ორი რეკომენდატორის მონაცემები 2020 წლის 5 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org

სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრული სახით წარდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.

13.02.2024
ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტის პოზიციაზე
საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე. 
21.09.2023
ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალური მედიის მიმართულებით

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

07.09.2023