GEO   ENG
სიახლეები
DRI საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების პრობლემებზე ხელისუფლებას მიმართავს
09.01.2024
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესამსუბუქებლად, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მდგომარეობა გართულებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 2023 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე - თამაზ გინტური და ვიტალი კარბაია მოკლეს. აფხაზეთში გააქტიურებულია ანექსიური პროცესები - სამხედრო ფლოტის განთავსება ოჩამჩირეში, სოხუმის აეროპორტის და ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორიის რუსეთის სახელმწიფოს ფაქტობრივ საკუთრებაში გადაცემა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების პრობლემების ადგილზე შესწავლამ ცხადყო, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა; ბორდერიზაციის პირობებში მაცხოვრებელ მოსახლეობას გატაცების და უკანონო დაკავებების მუდმივ შიშში უწევს ცხოვრება; საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების ნაწილში ვერ სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით;  სოფლების უმეტეს ნაწილში არ ფუნქციონირებს სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლები; მონახულებული დასახლებების ნაწილში დაზიანებულია შიდა გზები; მოსახლეობას აწუხებს მცირემიწიანობა; სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტია; არ ფუნქციონირებს აფთიაქები და სამედიცინო პუნქტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგია მოსახლეობის მიგრაცია; სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი  ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივ დონეზე გასაწევ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებაც.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიმართავს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს:

  • საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს მიენიჭოს სპეციალური დასახლების სტატუსი, რაც ამ სოფლების მოსახლეობას შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
  • სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებამდე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელზე გავრცელდეს საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ დადგენილი შეღავათები.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026