GEO   ENG
სიახლეები
DRI: აფხაზეთში რუსეთმა საზღვაო ბაზაზე წვრთნები გამართა - სარაკეტო/დამრტყმელი დრონებით იერიშის მოგერიების იმიტაცია
16.01.2024
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ფლოტის განთავსებასთან დაკავშირებით. ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან ოთხ კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ბაზის ასაშენებლად 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და აქტიურად გრძელდება. DRI-ის ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე 10 და 11 იანვარს გაიმართა წვრთნები, სადაც იმიტირებული იყო პორტზე სარაკეტო და დამრტყმელი დრონებით მასობრივი იერიშების მოგერიება. რუსულ ღია წყაროებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული ბაზის მშენებლობა შესაძლოა 2024 წელს დასრულდეს.

პარალელურად, 2024 წლის 8 იანვრიდან აფხაზეთში, საოკუპაციო ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე პოზიციის გაძლიერების მიზნით, საფორტიფიკაციო[1] სამუშაოები დაიწყო. თავდაცვითი პოზიციების აშენება სიღრმეშიც მიმდინარეობს - ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გულრიფშის რაიონებში ხდება ეშელონირებული თავდაცვითი პოზიციების მომზადება. პროცესების მმართველ რგოლში რუსეთის გენშტაბის ოფიცრები არიან. ტექნიკურ სამუშაოებს კი, ძირითადად, აფხაზი ჯარისკაცები ასრულებენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის ფედერაცია შესაძლოა აქტიურად ამზადებდეს აფხაზეთის საზღვაო აკვატორიის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

 
[1] ნაგებობა, რომელიც გათვალისწინებულია იარაღის, სამხედრო ტექნიკის, ჯარის, სამართავი პუნქტებისა და სხვათა შესანიღბად და ბრძოლაში უკეთ გამოსაყენებლად. აგრეთვე ჯარის, მოსახლეობისა და ქვეყნის ზურგში განლაგებული ობიექტების დასაცავად მოწინააღმდეგის გამანადგურებელ საშუალებათაგან. საფორტიფიკაციო ნაგებობათა კონსტრუქციებსა და მათი აგებისა და გამოყენების ხერხებს ამუშავებს ფორტიფიკაცია.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026