GEO   ENG
სიახლეები
DRI: კეკელიძის N1-ში დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არაპროპორციულია
26.01.2024
2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში აღსრულების წესით ბინიდან  ოჯახის გამოსახლებისას, ადგილზე შეკრებილი მხარდამჭერების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და 19 ადამიანი დააკავა, მათგან ორი - აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით. დაკავებულ აქტივისტებს პროკურატურა შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა 2024 წლის 25 იანვარს გაიმართა. პროკურატურამ ორივე აქტივისტისათვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.  მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შუამდგომლობა, რომ დაკავებული აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მოწყვეტა სამეცნიერო-აკადემიური სივრციდან და სასწავლო პროცესიდან დამაზიანებელი იქნებოდა, როგორც ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცისათვის, ისე ახალგაზრდა  მკვლევრებისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პიროვნება, მის საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება და სხვა გარემოებებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაკავებულების პიროვნება, აკადემიური სტატუსი, მნიშვნელოვანი პროფესიული საქმიანობა, პროფესორ-მასწავლებლების თავდებობა და მიმართვები და აღკვეთის ღონისძიების სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა, მაშინ, როდესაც პროკურატურამ არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ.

მომდევნო სასამართლო პროცესი კი 2024 წლის 18 მარტს 12 საათზე ჩანიშნა.
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებით და პარტიების აკრძალვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის პროცესს აჩქარებს

საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულებზე წარუდგინა.

06.11.2025
DRI: რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივა სრულად აუქმებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

DRI ეხმიანება მორიგ რეპრესიულ და ავტორიტარული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიზანი  შეკრებისა და გამოხატვის უფლების სრულად უგულებელყოფაა. 

13.10.2025
ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული პირების უფლებების დაცვას.

10.10.2025