GEO   ENG
განცხადებები
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ნატა ფერაძის დაპატიმრებას ეხმიანებიან
02.02.2024
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ სანქციას და მოვუწოდებთ სააპელაციო სასამართლოს, გადახედოს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა სტალინის გამოსახულებისთვის საღებავის შესხმის გამო ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ეს სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს.

საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეაფასა. შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და მიიღოს ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  2. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
  3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  4. დემოკრატიის მცველები
  5. თბილისი პრაიდი
  6. მწვანე ალტერნატივა
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  8. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  9. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  10. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  11. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  12. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  13. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  14. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  15. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  16. ქალები საერთო მომავლისთვის
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026