GEO   ENG
ანგარიშები
როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ
11.04.2024

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის[1] კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში  – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

სტატუსმეტრის პრეზენტაცია გახსნა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში. ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის მანძილზე, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად: 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია; უმნიშვნელო პროგრესია მეორე (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება) და მეშვიდე (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) ნაბიჯების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს.

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენენ შეფასებას არსებული მდგომარეობის შესახებ და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას. ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად.
 
 
9 ნაბიჯის შესაბამის თემატურ მიმართულებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:
  1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა:
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS),
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  1. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება
  • რონდელის ფონდი (GFSIS)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS),
  1. პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  1. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  1. საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  1. მართლმსაჯულების რეფორმა
  • სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  1. კორუფციასთან ბრძოლა
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI)
  1. დეოლიგარქიზაცია  
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  1. ადამიანის უფლებები
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI);
  • რონდელის ფონდი (GFSIS),
  • საფარი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
[1] სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); რონდელის ფონდი (GFSIS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სასამართლოს გუშაგი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI); საფარი.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026