GEO   ENG
განცხადებები
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
12.04.2024

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

გუშინ, 11 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგი შინაარსის გზავნილი: “არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”.

„ქართული ოცნება” მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტი-დასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება” ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია განმტკიცებული. ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად.

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის მცველები
ევროპის ფონდი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
პლატფორმა სალამ
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამოქალაქო იდეა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
სასამართლოს გუშაგი
საფარი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს მომავლის აკადემია
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ქალთა ფონდი საქართველოში
ყვარლის ევროკლუბი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
იორმუღანლოს სათემო ცენტრი
თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
წერტილი
Tbilisi Pride
მწვანე ალტერნატივა

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026