GEO   ENG
სიახლეები
DRI: პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე მიანიშნებს ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციაზე
03.05.2024

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებზე ორგანიზებული ჯგუფების თავდასხმას, აღნიშნავს, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ხაზგასმით თვალშისაცემია სამართალდამცველთა უმოქმედობა და მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.

დაახლოებით ღამის 01:20 საათზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მოულოდნელად, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე, თავს დაესხა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, ძლიერი ფიზიკური აღნაგობის მქონე 20-მდე ადამიანი, რომლებიც რამდენიმე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელთა შეთანხმებული მოქმედება ამყარებს ვარაუდს, რომ მოძალადეები იყვნენ წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის წევრები. თვითმხილველების გადმოცემიდან და საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალიდან დასტურდება, რომ თავდამსხმელები აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ ურტყამდნენ სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ინციდენტს შეესწრნენ ბავშვებიც. გავრცელებული კადრებიდან იდენტიფიცირებადია ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის წევრების ვინაობა. კარგად ჩანს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნომრებიც.

ძალადობრივი თავდასხმის ადგილზე არ იყო არც ერთი საპატრულო ეკიპაჟი.  სამართალდამცავები დანაშაულის ადგილზე არ გამოჩენილან არც ინციდენტის შემდეგ. ამ დრომდე ორგანიზებული ძალადობა არ შეუფასებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაცია და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მოძალადეების პირისპირ შეტოვება წარმოადგენს პრაქტიკას, რომელსაც წლებია ამკვიდრებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მაშინ, როდესაც სამართალდამცავების ძირითადი რესურსი მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არის მიმართული (მშვიდობიანი აქციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაშლის მცდელობა, აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ადმინისტრაციული წესით დაკავება), პოლიციის უმოქმედობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ძალადობაზე ხაზგასმით თვალშისაცემია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • იმოქმედოს კანონის შესაბამისად - დაიცვას აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება;
  • სწრაფად და მყისიერად დაიწყოს გამოძიება გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით;
  • მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია.
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026