GEO   ENG
სიახლეები
DRI-ის განცხადება
20.06.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) ეხმიანება უკანასკნელ პერიოდში რადიკალურად განწყობილი, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებას და მიაჩნია, რომ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების არაეფექტურმა და დაგვიანებულმა ნაბიჯებმა აღნიშნულ ჯგუფებში დაუსჯელობის განცდა წაახალისა, რაც გუშინ მეტროსადგურ „რუსთაველში“ ახალგაზრდების ცემაში, ფიზიკურ ძალადობასა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მისამართით სიცოცხლის მოსპობის მუქარაში გამოიხატა.

შექმნილი მდგომარეობა ფეთქებადსაშიშია და ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების შესახებ და მიაჩნია, რომ მხოლოდ ობიექტურმა, დროულმა და ეფექტიანმა გამოძიებამ შეიძლება შეასრულოს პრევენციული როლი მსგავსი ძალადობრივი დაჯგუფების მომავალში შექმნის აღსაკვეთად.

ამავე დროს, მხოლოდ ცალკე აღებული გამოძიება ვერ იქნება საკმარისი ძალადობის გაზრდილი მასშტაბების შესაჩერებლად. მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოს ინტენსიური პატრულირება საჯარო შეკრებების ადგილას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ულტრამემერაჯვენე ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის და დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდება და უზრუნველყოს ლგბტქი თემის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სასამართლოში წარმომადგენლობის გზით.
ყოფილი დე ფაქტო დეპუტატების საქმე და რუსეთის გავლენები ცხინვალში

დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ მედოევის საქმე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

24.04.2026
კრიტიკული მედიის სისტემური შევიწროება საქართველოში

კრიტიკული მედიის ხმის ჩასახშობად „ქართული ოცნება“ ფინანსური სანქციებით ცდილობს. რიგი სატელევიზიო, ონლაინ თუ რადიო მაუწყებლობების შემდეგ, ჯერი რეგიონულ მედიაზეც მიდგა. 

24.04.2026
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა

ახალგორის რაიონში განახლდა გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემა. 

16.04.2026