GEO   ENG
სიახლეები
ცხოვრება ენგურს მიღმა და ადამიანის უფლებები
12.07.2024

11 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა დისკუსია „ცხოვრება ენგურს მიღმა - ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა გალში“. დისკუსიაზე განიხილეს გალში მაცხოვრებელთა უფლებრივი მდგომარეობა: ადამიანური უსაფრთხოება, გადაადგილებისა და განათლების უფლება, დევნილ ქალებთან დაკავშირებული პრობლემები.

ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობის მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ემატება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ - ადამიანები, რომლებმაც კონფლიქტის მიუხედავად საკუთარი სახლები არ დატოვეს. მათ ხშირ შემთხვევაში ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, უწევთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ყოფაში ცხოვრება, წართმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვთ უსაფრთხოებასთან და თვითგადარჩენასთან დაკავშირებული პრობლემები. დე ფაქტო სტრუქტურების მხრიდან გალის მოსახლეობისთვის შექმნილი დაბრკოლებები ართულებს კონფლიქტის შედეგად ისედაც მოწყვლადი მოსახლეობის ყოველდღიურ არსებობას, რაც დისკრიმინაციულ მოპყრობად უნდა შეფასდეს.

გალის მოსახლეობის საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს მთავრობის უყურადღებობა და ნაკლები მგრძნობელობა.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026