GEO   ENG
სიახლეები
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს
24.07.2024

დღეს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ იმსჯელა 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და 23 წლის საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე.

პროკურატურამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული პროტესტის მონაწილეებს ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც უალტერნატივო სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკვე მესამე თვეა, ორი ახალგაზრდა, შსს-თვის 400 ლარიანი ზიანის მიყენების საბაბით პატიმრობაში იმყოფება. მათ ბრალდების მხარე პროტესტის დროს პარლამენტის შენობის წინ აღმართული რკინის დროებითი კონსტრუქციის დაზიანებას ედავება.

ბრალდებულების ინტერესებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იცავს. ორგანიზაციამ 400 ლარიანი ზიანი, რაზეც სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარე მუდმივად აპელირებდა, უკვე აანაზღაურა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,  აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.

ბრალდების არსიდან, ბრალდებულების ასაკიდან, პიროვნებიდან და მოსალოდნელი უსამართლო სასჯელიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ორი ახალგაზრდის მხარდაჭერის სურვილი. შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს.

პირადი თავდებობა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა, რომლითაც სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას. 

მხარდაჭერის დაფიქსირების შემთხვევაში მობრძანდით, 10:30-17:30 საათამდე მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 14 ბ, II სადარბაზო, მესამე სართული. 

 

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026