GEO   ENG
სიახლეები
შეხვედრა საგარეჯოში - „საქართველო ირჩევს ევროპას!
02.09.2024

30 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, საგარეჯოში შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა. 

შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა - ნონა ქურდოვანიძემ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ნაზი ჯანეზაშვილმა („სასამართლოს გუშაგი“) და თათია კონიაშვილმა (დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი) ისაუბრეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შემდგომ მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესზე და იმ სარგებელზე, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ითვალისწინებს. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს უჩა ნანუაშვილი.

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყოლოდა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პრიორიტეტების შესრულების სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“  ე.წ. რუსული კანონი დააინიციირა და 14 მაისს, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, კანონი მესამე მოსმენით მიიღო.

რუსულმა კანონმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს.“ 


ღონისძიება მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026