GEO   ENG
განცხადებები
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
24.09.2024

პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და მის დირექტორს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აცხადებს, სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.



ბიუროს გადაწყვეტილება პოლიტიკურ აქტორად აცხადებს ყველას, ვინც საზოგადოებრივ პრობლემებსა და მოქალაქეების საჭიროებებზე საუბრობს. ამ გადაწყვეტილებით, ბიურომ საკუთარ თავს მიანიჭა უფლებამოსილება, დაუწესოს ცენზურა და დაიწყოს ფინანსური მონიტორინგი ნებისმიერ პირზე, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ მიდის. მეტიც, ამ განმარტებით პოლიტიკურ საქმიანობად ითვლება ყველა ის მიზანი, რასაც არასამთავრობები ემსახურებიან - იქნება ეს ქალთა, ბავშვთა, შშმ პირების ინტერესების დაცვა თუ ეკოლოგიაზე ზრუნვა. ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც კონსტიტუციური მიზანი აქვს, ბიურო პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევს და მათზე თავდასხმას გეგმავს. ამრიგად აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მის მიერ შექმნილი ბიურო, კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევის მექანიზმად აქცია. ვენეციის კომისიამ გასულ წელს აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის, მის უფლებამოსილებებთან, ანგარიშვალდებულებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები ფუნდამენტურად არასწორად ჩამოყალიბდა. დასკვნის თანახმად, ბიუროს არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკმარისი გარანტიები, არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია მაღალი დონის თანამდებობის პირების დეკლარაციების მონიტორინგის კუთხით, მისი ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება კი მრავალპარტიული საპარლამენტო მხარდაჭერის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ხელშია.




ანტიკორუფციული ბიურო პრემიერ-მინისტრის სადამსჯელო აპარატად მოგვევლინა ქართული არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ რუსული კანონის აღსრულება სწორედ ამ ბიუროს გამოყენებით დაიწყო. ბიუროს გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს. კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 30-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, გეგმავს უპრეცედენტოდ მასშტაბურ სადამკვირვებლო მისიას - “ჩემი ხმა”, იმ მიზნით რომ ქართველი ხალხის ნება 26 ოქტომბერს თავისუფლად გამოვლინდეს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული, ევროკავშირისადმი ქართველი ხალხის სწრაფვის შესაბამისად და პარტიული ნიშნით განხორციელებული შეტევები ჩვენს შრომას საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლების, თანასწორობისა და ევროინტეგრაციის განსამტკიცებლად ვერ შეაჩერებს.

კრემლის პირდაპირი დიქტატი ცხინვალში: მარატ კამბოლოვის პრემიერობა ანექსიის პოლიტიკას ამტკიცებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული ღია ზეწოლის შედეგია. 

17.06.2026
რვა წელი წყლის გარეშე — ნაუშის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს

გულრიფშის რაიონის სოფელ ნაუშში უკვე რვა წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს.

17.06.2026
მოსკოვი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერისგან მთავრობის დათხოვნას და მარატ კამბოლოვის პრემიერად დანიშვნას ითხოვს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები მწიფდება.

16.06.2026